უგემრიელესი დარიჩინის ნამცხვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე

უგემრიელესი დარიჩინის ნამცხვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე

ინგრედიენტები

ცომი

რძე 2,5% - 300 მლ

საფუარი - 7 გ

შაქარი - 100 გ

კვერცხი - 2 ც

კარაქი - 80 გ

ფქვილი - 600 გ

ვანილი - 1 შეკვრა

მარილი - 1/3 ჩკ

შიგთავსი

შაქარი - 70 გ

დარიჩინი - 20 გ

შოკოლადი - 40 გ

კრემი

კრემყველი - 220 გ

კარაქი - 60 გ

შაქრის ფხვნილი - 70 გ

მომზადების წესები

ჯამში გადაიტანეთ თბილი რძე, გახსენით მასში საფუარი, მოურიეთ და დააყოვნეთ 15 წუთით.

შაქარი, კვერცხი, ვანილი და გამდნარი კარაქი გათქვიფეთ. დაუმატეთ საფუვრიან რძეს, დაამატეთ მარილიც და გათქვიფეთ. ბოლოს ნაწილ-ნაწილ დაუმატეთ ფქვილი და კარგად ამოურიეთ.

ცომს გადააფარეთ ცელოფანი და დააყოვნეთ 2 საათით.

შიგთავსის მოსამზადებლად შაქარი და დარიჩინი შეურიეთ.

ცომი გადაზილეთ, გააბრტყელეთ 3-5 მმ სისქეზე, გადაუსვით გამდნარი კარაქი, მოაყარეთ შაქრისა და დარიჩინის ფხვნილი და გახეხილი შოკოლადი. გადაახვიეთ რულეტივით, დაჭერით და გადაიტანეთ ფორმაში. 10-15 წუთი დააყოვნეთ და გამოცხვეთ 180 გრადუსზე 30-35 წუთით.

კრემის მოსამზადებლად გათქვიფეთ კარაქი, კრემყველი და შაქრის ფხვნილი. კრემი გადაანაწილეთ ნამცხვარზე და მიირთვით ჩაისთან ერთად.