ინგრედიენტები
ფქვილი - 500 გ
რძე - 250 გ + 80 გ
კარაქი - 150 გ
შაქარი - 1.5 ს.კ
თაფლი - 1.5ს.კ
საფუარი - 1 ს.კ
მარილი - 1/2 ჩ.კ
კვერცხის გული - 4
კვერცხი - 2
შოკოლადი - 80 გ
ვანილი
ნიგოზი ( ნუში) - 100 გ
1 ფორთოხლის ან ლიმონის ცედრა
მომზადების წესები
250 მლ თბილ რძეში გახსენით საფუარი და ადროვეთ 10 წთ. კვერცხები შაქართან და თაფლთან ერთად ათქვიფეთ. ფქვილი გაცერით.
კვერცხს დაამატეთ საფუვრიანი რძე. შემდეგ შეურიეთ ცედრა, ვანილი, დაამატეთ ფქვილი და მოზილეთ. შემდეგ შეაზილეთ კარგად დარბილებული კარაქი. ცომი არ არის იმდენად სქელი რომ მოგუნდავდეს. დააფარეთ პირსახოცი და აცალეთ აფუება.
შოკოლადი დატეხეთ და დაასხით 80 მლ ცხელი რძე. თუ შოკოლადი რძიანი, რძე ნაკლებიც შეიძლება. აცალეთ 2 წუთი, შემდეგ კარგად აურიეთ. გააციეთ მიღებული კრემი.
ცომი ორ არათანაბარ ნაწილად გაყავით. დიდ ნაწილს დაამატეთ დაჭრილი ნუში . ფორმას ძირში ქაღალდი ჩააფინეთ, გვერდებზე ცხიმი წაუსვით და გადაიტანეთ ცომის პატარა ნაწილი. შემდეგ დაასხით შოკოლადი და დაამატეთ ნუშიანი ცომი.
ფორმა მხოლოდ 1/3 - ზე გაავსეთ. დააფარეთ თავზე და აცალეთ ხელახალი ამოფუება. ცხვება 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. ფორმიდან ამოიღეთ გაცივების შემდეგ.