სომხეთში კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაზარდა. ინფორმაციას რუსული მედია სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო 24 საათში სომხეთში ვირუსის 44 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
საერთო ჯამში, სომხეთში ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე COVID19 1 111 ადამიანს დაუდასტურდა.
797 ადამიანი კლინიკაში მკურნალობს, 297 კი გამოჯანმრთელდა.