ჩინეთში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 46 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 36 იმპორტირებული შემთხვევაა. ვირუსის შიდა გადაცემით გავრცელების ათი შემთხვევა კი, ძირითადად რუსეთის საზღვრის სიახლოვეს მდებარე რეგიონებში აღრიცხეს.
საერთო ჯამში ჩინეთში „კოვიდ-19“-ის იმპორტირებული შემთხვევების რიცხვმა 1 500-ს მიაღწია. 900-ზე მეტი პაციენტი მკურნალობას განაგრძობს, მათგან 45 კრიტიკულ მდგომარეობაშია.
ხუბეის პროვინციაში, საიდანაც ვირუსი მთელ მსოფლიოში გავრცელდა, ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.