აშშ-ის შეიარღებული ძალების შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი, მარკ მილი აცხადებს, რომ ამერიკელი სამხედროები ჯერ არ გამოირცხავენ ვერსიას, რომ კორონავირუსი ხელოვნურად იყოს შექმნილი.
ამის შესახებ მილიმ, პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ამერიკელმა სამხედროებმა ვირუსის წარმოშობის შესწავლა ეპიდემიის ადრეულ ეტაპზევე დაიწყეს.
როგორც სამხედრო მაღალჩინოსანი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ შეგროვებული მონაცემები ვირუსის ბუნებრივ წარმოშობაზე მიუთითებს, „ამ საკითხზე საბოლოო წერტილი ჯერ დასმული არ არის“.
„ამ ეტაპზე ვიტყვი, რომ ეს არ არის ბოლომდე დადასტურებული, თუმცა ყველა მტკიცებულება მიუთითებს, რომ ვირუსი ბუნებრივი წარმოშობისაა, მაგრამ სრული სიზუსტით ეს ჩვენ არ ვიცით“, – განაცხადა მილიმ.