გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციები გამოთქვამენ ეჭვებს, რომ ჩინეთმა ისარგებლა ამ ხელოვნურად თუ ბუნებრივად შექმნილი პანდემიით და ყველა უცხოური კომპანიის აქციები კაპიკებად ჩაიგდო ხელში. ამდენად, მსოფლიოში არსებობს მოლოდინი იმისა, რომ სამომავლოდ ჩინეთს დაუწესებენ გარკვეულ სანქციებს თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ მან კორონავირუსის შესახებ ინფორმაცია დამალა.
მამუკა არეშიძის მოსაზრებით, ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის ბოლოს გაჩნდა მოლოდინი, რომ ქვეყნებს, რომელთაც არსებული ბირთვული პარიტეტის შეცვლა აღარ შეეძლოთ, შეიძლებოდა შეექმნათ განსხვავებული იარაღი, რომელიც არანაკლებ ეფექტურად იმოქმედებდა, თანაც, ინფრასტრუქტურის მასობრივი განადგურების გარეშე. ასეთი იარაღის შექმნაზე კარგა ხანია მუშაობენ და ოდესმე მისი გამოყენების დროც დადგება, თუ უკვე არ გვაქვს საქმე ამ იარაღის გამოყენებასთან. უფრო კონკრეტულად კი, კითხვები ჩნდება იმასთან დაკავშირებით, რატომ მოიცვა კორონავირუსმა ძირითადად აშშ და რატომ არ ზარალდებიან ამ ვირუსით მესამე სამყაროს ქვეყნები? რატომ არ ჩანს იგივე მასშტაბი თუნდაც ლათინურ და სამხრეთ ამერიკაში? ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ვირუსი ხელოვნურადაა გავრცელებული, მაგრამ მერე მავანს პროცესები ხელიდან გაუსხლტა?
ვინ იხეირა ამ პანდემიით და შეიძლება თუ არა შეთქმულების თეორიის განვითარება კორონავირუსთან დაკავშირებით?
ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის აზრით, სანამ არ იქნება რეალური მტკიცებულებები, წონადი არგუმენტები კორონავირუსის განგებ გავრცელებაში ჩინეთის მონაწილეობასთან დაკავშირებით, მანამდე კონსპირაციის თეორიებში შესვლა არაფრის მომტანი არ არის. როცა ასეთი გლობალური და ტოტალური საფრთხეა, ბუნებრივია, იქნება ასეთნაირი ვერსიები, მაგრამ ამ ეტაპზე ამას საფუძველი არ აქვს.
„ჩინეთმა რომ ამ სიტუაციით ისარგებლა, ესეც ფაქტია. ყველა ქვეყანა ეცდება, ამ საფრთხიდან რაღაც ხეირი ნახოს. ჩინეთმა თუ ეს მოახერხა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მან წინასწარ დაგეგმა მოქმედებები და წინასწარ ვირუსი გაავრცელა. ასეთ რამეს არავინ სჩადის, ვინც საღ ჭკუაზეა. ჩინეთი კი სახელმწიფოა, ჭკუიდან გადაცდენილი ხალხი იქ არ ცხოვრობს, რომ ასეთი რამ გააკეთოს. ამიტომ ეს თეორიები ნაკლებად სავარაუდოა“, - აცხადებს For.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილი და პანდემიის გადავლის შემდეგ ჩინეთისთვის სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს.
მისი განმარტებით, ჩინეთი არ გახლავთ დემოკრატიული სახელმწიფო, ის არ იქცევა იმ წესებით, რომლითაც ჩვეულებრივი დემოკრატიული მსოფლიო იქცევა. ამდენად, ბუნებრივია, მის მიმართ იყოს პრეტენზიები, თუნდაც იმიტომ, რომ მან თავის დროზე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას სათანადო ინფორმაცია არ მიაწოდა.
„რა მოჰყვება ამას, ჯერ ადრეა საუბარი, რადგან ჯერ უნდა დამთავრდეს, ჩაიაროს კორონავირუსის საფრთხემ და ამას მერე დასჭირდება სერიოზული კვლევები, გამოძიება, თუ რა იყო და როგორ იყო. ეს ყველაფერი ჯერჯერობით ხმაურია. ეს უბრალოდ რიტორიკაა, საერთაშორისო არენაზე ჭიქაში ამტყდარი პოლიტიკური ქარიშხალია. ისეთი პრობლემის წინაშე დგას ყველა განვითარებული ქვეყნის მთავრობა, რომ რეალურად ვის სცალია ახლა ჩინეთთან ურთიერთობის გადასახედად?“ - ინტერესდება დავით ზარდიაშვილი.
ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე მიიჩნევს, რომ ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მიმდინარეობს ეკონომიკური, სადაზვერვო, ტექნოლოგიური ომი, გეოპოლიტიკური ურთიერთწინააღმდეგობა და მხოლოდ ატომური იარაღი აჩერებს ამ წინააღმდეგობის ცხელ ფაზაში გადასვლას. ანალიტიკოსის მოსაზრებით, ეს ომი უკვე დედამიწის ყველა კუთხეში მიმდინარეობს, რადგან ჩინეთი მოიაზრება, როგორც ტრანსნაციონალური კორპორაციების ახალი შტაბ-ბინა.
„მსოფლიო ელიტებს შორის უდიდესი დაპირისპირებაა. ეს არ დაიყვანება მხოლოდ ამერიკისა და ჩინეთის დაპირისპირებამდე. მოველი, რომ პანდემიის გადავლის შემდეგ ჩინელებს სანქციებს დაუწესებენ. ყველაფერს გააკეთებს შეერთებული შტატები, ასე მოხდეს. გარდა ამისა, ჩვენ უნდა ველოდოთ მსოფლიოს საფინანსო სისტემის ტექტონიკურ ცვლილებებს, უნდა ველოდოთ გააფთრებულ ბრძოლებს დედამიწის სხვადასხვა რეგიონში ძალის ახალი ცენტრების ჩამოყალიბებისთვის. მოსალოდნელია რამდენიმე ცენტრის ჩამოყალიბება. მსოფლიო ხდება პოლიცენტრული, ანუ გლობალისტური პარადიგმა იცვლება და მათ შორის იქნება დიდი წინააღმდეგობა, რადგან ინტერესთა გადაკვეთის ბევრი არეებია. რაც შეეხება რუსეთ-ჩინეთის დაპირისპირებას, ეს მითია. სრულიად სხვა რამეზე მეტყველებს გეოგრაფიული თავისებურებები, რომელიც უკავშირდება რუსეთსა და ჩინეთს შორის საზღვარს, ასევე, სხვა რამეზე მეტყველებს ჩინეთის სახელმწიფოს ეკონომიკურ სტრუქტურა, მოსახლეობის განსახლება ჩინეთში და ამ სახელმწიფოს მოწყობის ნიუანსები. რატომღაც ჩინეთი ყველას ჰომოგენური ქვეყანა ჰგონია, რაც ასე არ არის“, - აცხადებს სოსო მანჯავიძე ჩვენთან საუბარში.
ამასთან, იგი მიიჩნევს, რომ ვირუსი რეალურია და არა -ხელოვნური. საერთოდ, ვირუსის მოქმედებას ორი პარამეტრით ზომავენ - მისი ვირულენტურობით, ანუ გავრცელების სისწრაფით და მისი ლეტალობით. ამ ორი პარამეტრის მიხედვით, ეს ვირუსი ნამდვილად ვირულენტულია, ანუ სწრაფად ვრცელდება, მაგრამ მისი ლეტალობა არ არის მაღალი. უბრალოდ, ჩვენ ვხედავთ გარკვეულ ინფორმაციულ თანხლებას ვირუსის გავრცელებისას, რომლის უკანაც გარკვეული ინტერესები იკვეთება.
მე მესმის ასე - დემოკრატია ნიშნავს იმას, რომ ერთი რომელიმე დიდი სახელმწიფო ცდილობს მეორე სახელმწიფოს დაჩმორებას. თუ მეორე სახელმწიფო ჩმორდება, ეს არის დემოკრატიული ქვეყანა, რადგან პირველი სახელმწიფო, რომელიც აპრიორულად დემოკრატიულია მას დემოკრატიულად აჩმორებს.
მაგრამ, თუ მეორე ქვეყანა არ დააჩმორებინებს თავს, ის ქვეყანა მაშინვე ხდება ავტორიტარული და მას დაუწესდება სანქციები, რათა ისინიც გახდნენ დემოკრატიულები შესაბამისი შედეგით.
ჩვენ მაგალითად დემოკრატიულები ვართ.
ჩვენ წარმატებით გვიყენებენ სხვა დემოკრატიული ქვეყნები და ძირითადად პინდოსტანი, ყველაზე დემოკრატიული უდემოკრატიულესთა შორის. რუსეთი კი, რაკი ის დემოკრატიული არ არის, არ შეიძლება რომ ჩვენ მათ დაველაპარაკოთ კიდეც, სანამ არ გახდებიან ისინიც დემოკრატიულები. ანუ სანამ ამთაც პინდოსტანი არ გამოიყენებს. ჩინეთიც ახლა მაგ სიაში გადის. ისინიც არადემოკრატიულები არიან. მერე რა, რომ ისინი მსოფლიოში ყველაზე უფრო დიდი ეკონოიმიკის ქვეყანა გახდნენ, რაც უფრო დიდი ეკონომიკა აქვთ, მით უფრო ავტორიტარულები არიან, რადგან მათ ვერ ხმარობენ ყველაზე დემოკრატიული ქვეყნები.
DDDzia :))))))))))))