ალექსანდრე ლუკაშენკო: ლიმონი და ჯანჯაფილი საერთოდ არ არის ჩვენი საკვები, იკვებეთ იმით, რაც გვაქვს და იქნებით ჯანმრთელები

ალექსანდრე ლუკაშენკო: ლიმონი და ჯანჯაფილი საერთოდ არ არის ჩვენი საკვები, იკვებეთ იმით, რაც გვაქვს და იქნებით ჯანმრთელები

ბელარუსის პრეზიდენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, „ნივრისა და ჯანჯაფილის ფსიქოზი“ შეწყვიტონ და ტრადიციული კერძებით იკვებონ. ამის შესახებ პრეზიდენტმა განაცხადა იმ ფონზე,როდესაც ბელარუსის ანტიმონოპოლურმა სამსახურმა გაავრცელა ცნობა, რომ კორონავირუსის პანდემიის ფონზე ნიორზე, ჯანჯაფილსა და ლიმონზე ფასები საგრძნობლად არის გაზრდილი.

„ვიღაც იცინოდა, როცა ვამბობდი, რომ სპორტით უნდა იყოთ დაკავებული და ჯანსაღი წესით უნდა ცხოვრობდეთ, უნდა იკვებოთ იმით, რაც გვაქვს. ახლა კი თვალს ვადევნებ ახალ ფსიქოზს, ნივრისა და ჯანჯაფილისას. დაწყნარდით ბოლოს და ბოლოს, გვაქვს საკმარისი ნიორიც და ხახვიც ყველა ოჯახისთვის. არ შეიძლება, მარტო ნივრით და ხახვით იკვებოთ. ~

ლიმონი და ჯანჯაფილი კი საერთოდ არ არის ჩვენი საკვები. იკვებეთ იმით, რაც ბელარუსში გვაქვს და იქნებით ჯანმრთელები“, - აღნიშნა ალექსანდრე ლუკაშენკომ.