ავსტრია კორონავირუსის პანდემიის შედეგად კომერციული ობიექტებითვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნას იწყებს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ცნობით, დღეს ქვეყანაში COVID-19-ის გავრცელების პრევენციის გამო დახურული ათასობით მაღაზია გაიხსნება. შედეგად ქვეყანაში შეზღუდვები თანდათან მოიხსნება და რამდენიმე დღეში საყოფაცხოვრებო, ტექნიკისა და მცირე ზომის მაღაზიებიც გაიხსნება.
მაღაზიების გახსნის შემდეგ ავსტრიის მთავრობის გადაწყვეტილებით, სუპერმარკეტებსა და აფთიაქებში სამედიცინო ნიღბების ტარება სავალდებულო გახდა.
გასულ კვირას ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა განაცხადა, რომ დროა ქვეყანაში შეზღუდვები ნელ-ნელა მოისხნას და ეკონომიკური ცხოვრება თავიდან დაიწყოს.
ბოლო მონაცემებით, ავსტრიაში კორონავირუსის 14 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ვირუსს 368 ადამიანი ემსხვერპლა.
თავიდანვე არაგონივრული იყო, სასურსათოს გარდა, ყოველგვარი სხვა მაღაზიის დაკეტვა: უსაფრთხოების ზომები ყველგან ერთნაირად შეიძლება მიიღო და ან მომხმარებელს რატომ უქმნი დისკომფორტს, ან ეკონომიკას რატომ აყენებ ამხელა ზიანს?! - ეხუმრებით, ამდენი მაღაზიის გაჩერებას?!