კორონავირუსის გამო თურქეთის ციხეებიდან პატიმრებს გაათავისუფლებენ

კორონავირუსის გამო თურქეთის ციხეებიდან პატიმრებს გაათავისუფლებენ

თურქეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც კორონავირუსის გავრცელების გამო ციხეებიდან დაახლოებით 100 000 პატიმრის დროებით გათავისუფლებას ითვალისწინებს. კანონს მხარი 279 დეპუტატმა დაუჭირა, 51 კი წინააღმდეგ წავიდა.

კანონის თანახმად, რომლის ინიცირებაც მმართველმა პარტიამ მოახდინა, ციხეებიდან პატიმრებს მაისის ბოლომდე გაათავისუფლებენ. ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, იუსტიციის სამინისტროს ამ ვადის ორჯერ – არაუმეტეს 2-2 თვით გახანგრძლივების შესაძლებლობა ექნება.

ბოლო მონაცემებით, თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 56 000 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 1 198 ადამიანი გაირდაიცვალა.