მოსკოვში კორონავირუსი 18 სასულიერო პირს დაუდასტურდა

მოსკოვში კორონავირუსი 18 სასულიერო პირს დაუდასტურდა

მოსკოვში ახალი კორონავირუსი 18 სასულიერო პირს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ვირუსი 14 ეკლესიასა და მოსკოვის ორ მონასტერში დაფიქსირდა.​

კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები ასევე დამატებით 2 სასულიერო პირს გამოუვლინდა და მათი ტესტის შედეგები დღეს გახდება ცნობილი.

ცნობისთვის, რუსეთში გუშინდელი მონაცემებით კორონავირუსი 18 328 პირს ჰქონდა დადგენილი.