მაფინები მურაბით - დეტალური რეცეპტი დიასახლისებისთვის

მაფინები მურაბით - დეტალური რეცეპტი დიასახლისებისთვის

ინგრედიენტები

ფქვილი - 240 გ

გამაფხვიერებელი - 1 ს/კ

დარიჩინი - 1 ს/კ

კვერცხი - 1 ცალი

შაქარი - 130 გ

რძე - 260 გ

ზეთი - 80 მლ

მურაბა - 4 ს/კ

მომზადების წესები

აიღეთ თასი და შეურიეთ ფქვილი,გამაფხვიერებელი და ნახევარი ჩაის კოვზი დარიჩინი. კვერცხი კარგად ადღვიბეთ, ისე რომ გაღიავდეს. საუმატეთ 90 გრამი შაქარი,მცენარეული ზეთი და რძე. ყველაფერი ადღვიბეთ კარგად.

დაუმატეთ ფქვილი კვერცხის მასას.

გაახურეთ ღუმელი,პარალელურად კი გახსენით მურაბის ქილა. ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი მურაბა,თუმცა ძალიან უხდება კენკროვანი ხილის მურაბა.

მაფინების ფორმაში ჩადეთ 1 ს/კ ცომი,ზემოდან კი 1 ჩ/კ მურაბა.

მაფინებს ზემოდან ისევ ცომი დაადეთ ისე,რომ მურაბა დაიფაროს.

შეურიეთ დარჩენილი 40გ შაქარი და 1 ს/კ დარიჩინი და ზემოდან მოაყარეთ მაფინებს.

 აცხვეთ 20-25 წუთი,180 გრადუსზე.

ესეც ასე - მაფინები მზადაა!