ერთთვიანი კამათის, დაპირისპირებებისა და ბრალდებების შემდეგ, საპარლამენტო ისტორიაში პირველი პრეცედენტი დაფიქსირდა - საკანონმდებლო ორგანომ 190 პირს პოლიტპატიმრის სტატუსი მიანიჭა, ხოლო 25 ადამიანს პოლიტდევნილის. სტატუს მინიჭებული პირები კი, პატიმრობიდან პოლიტიკური ამინისტიით უახლოეს მომავალში გათავისუფლდებიან. უწყების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, უმრავლესობა და უფლებადამცველები კმაყოფილნი დარჩნენ, ოპოზიციონერები კი, იმედგაცრუებულები, რადგან უმცირესობამ მრავალი მიზეზის დასახელების მიუხედავად, დადგენილების პროექტის მომავალი სესიისთვის გადადება დღეს ვერ მოახერხა. უმცირესობის წინააღმდეგობისა და კრიტიკის მიუხედავად, კანონმდებლებმა „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა თაობაზე“ დადგენილების პროექტი 77 მომხრე ხმით 14-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს. უწყების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას კი, მოგვიანებით, მხარეები საკუთარი პოლიტიკური გადასახედიდან აფასებდნენ. უმრავლესობა მიიჩნევს, რომ „დღეს საქართველოს დიდი სირცხვილი ჩამორეცხეს“, ოპოზიცია აცხადებს, რომ „სია სამარცხვინოა და დადგენილება ჰუმანიზმში შეფუთული პოლიტიკური შურისძიებაა“, ხოლო უფლებადამცველები „ნაციონალური მოძრაობის“ საბრალდებო დასკვნაზე აპელირებენ.
პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილებით, უმოკლეს ვადაში, საკანონმდებლო ორგანომ აღნიშნული პირების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლების ან/და სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის სამართლებრივი მექანიზმები უნდა უზრუნველყოს. ამას გარდა, პარლამენტმა იმ პირთათვის სამართლებრივი სტატუსისა და მარეაბილიტირებელი სამართლებრივი მექანიზმების შექმნა უნდა უზრუნველყოს, რომლებიც დაპატიმრებულნი იყვნენ პოლიტიკური ნიშნით და ამ დადგენილების მიღებამდე გათავისუფლდნენ პატიმრობიდან.
როგორც for.ge-ს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განუცხადა, პოლიტდევნილისა და პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭება პირის უდანაშაულოდ ცნობას არ ნიშნავს, არამედ მათ მიმართ პოლიტიკური ამნისტია განხორციელდება და ამასთან დაკავშირებით, შესაბამისი მუხლი „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს დაემატება, რომლის განხილვაც, პარლამენტში უკვე მიმდინარეობს.
ბესელიას შეფასებით, პარლამენტმა პოლიტპატიმრებთან და პოლიტდევნილებთან დაკავშირებით, ძალიან საპასუხისმგებლო და ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო.
„დღეს საქართველოს დიდი სირცხვილი ჩამოვრეცხეთ. ძალიან ბედნიერი, ამაყი და თავაწეული ვარ, რომ როგორც საქართველოს პარლამენტის წევრმა კოლეგებთან ერთად ის ვალდებულება შევასრულე, რომელიც უკანონოდ მყოფი პატიმრების წინაშე გვქონდა. საქართველოს პოლიტპატიმრები აღარ ეყოლება, რადგან ყველა მათგანს უახლოეს დღეებში გავათავისუფლებთ“, - აცხადებს კანონმდებელი.
უმრავლესობისგან განსხვავებით, პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ოპოზიციის წევრები მეტად „მოწყენილები“ ჩანდნენ, ზოგიერთმა მათგანმა დადგენილების პროექტის დამტკიცების შემდეგ კომენტარის გაკეთებაც კი არ ისურვა. გამონაკლისი მხოლოდ დავით დარჩიაშვილმა დაუშვა. როგორც for.ge-ს დარჩიაშვილმა განუცხადა, პატიმრებზე ზრუნვა ჩვეულებრივი პროცესია და მათი შეწყალება სხვა ფორმითაც შეიძლებოდა, მაგრამ პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჰუმანიზმში შეფუთული პოლიტიკური შურისძიებაა.
„ეს გადაწყვეტილება, ერთი მხრივ, ქვეყნის იმიჯს სერიოზულ დარტყმას მიაყენებს, რადგან თურმე საქართველოს ამდენი პოლიტპატიმარი ჰყოლია. მეორე მხრივ კი, გადაწყვეტილება სერიოზული საფრთხის შემცველია - როგორც პოლიტიკური სისიტემისთვის, ასევე მომავალი თაობის ხვალინდელი დღისთვის, რადგან სიაში რამდენიმე ისეთი გვარია დაფიქსირებული, რომელთა სამქეებზეც ბევრი კითხვის ნიშანია. სიაში არიან ადამიანები, რომლებიც სისასტიკით გამოირჩეოდნენ და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიზანმიმართულ ქმედებებს ახორციელებდნენ. შეიძლება სადისტი და რეციდივისტი შეიწყალო, რადგან ეს ჰუმანურია, მაგრამ ეს არის სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ სვლა“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
რაც შეეხებათ უფლებადამცველების პოზიციას, 21 ნოემბერს, როდესაც, პლენარულ სხდომაზე დადგენილების პროექტის დამტკიცება გადაიდო, პარლამენტი ნანა კაკაბაძემ ცრემლებით დატოვა, დღეს კი, ის სიხარულს ვეღარ მალავდა. როგორც for.ge-ს კაკაბაძემ განუცხადა, პარლამენტმა დღეს ფაქტიურად „ნაციონალური მოძრაობის“ საბრალდებო დასკვნა დადო.
„საქართველოს პარლამენტის მიერ იმის აღიარება მოხდა, რომ ქვეყანაში ადგილი ჰქონდა პოლიტიკურ დევნასა და დაკავებებს. ადამიანები, რომლებიც უსამართლოდ იქნენ დაჩაგრულები, მათ აღიარება მიიღეს. ეს არის საქართველოს ახალი ხელისუფლების წარმატება“, - აცხადებს კაკაბაძე.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტის მიერ ადამიანისთვის აღნიშნული სტატუსის მინიჭება იმას ნიშნავს, რომ კონკრეტული პირის მიმართ განხორციელებული სისხლის სამართლებლივი დევნას სისხლის სამართლებლივი საფუძველი არ ჰქონდა და მისი დევნა პოლიტიკური მოტივაციით იყო განპირობებული. შესაბამისად, სტატუს მინიჭებულ პირებს კომპესაციების მოთხოვაც შეეძლებათ. როგორც for.ge-ს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გედევან ფოფხაძემ განუცხადა, სტატუს მინიჭებულ პირებს აქვთ უფლება - საქართველოს სასამართლოებს მიმართონ და კომპესაციები მოითხოვონ. „ადამიანი, რომელიც ციხეში მხოლოდ პოლიტიკური შეხედულების გამო იჯდა, მას კომპესაცია უნდა გადავუხადოთ“, - აცხადებს კანონმდებელი.
ვინაიდან, სტატუს მინიჭებული პირების გათავისუფლება პოლიტიკური ამინისტიით მოხდება და შესაბამისი მუხლი „ამინისტიის შესახებ“ კანონოპროექტს დაემატება, სტატუსს მინიჭებული პირები საპატიმროებს, ამ წლის ბოლომდე დატოვებენ, რადგან ამინისტიის პროექტის განხილვა 7 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მოხდება. ცვლილებას კი, საკანონმდებლო ორგანო საშემოდგომო სესიის დასრულებამდე, ანუ დეკემბრის ბოლომდე მიიღებს.
რაც შეეხება სიას, პოლიტდევნილის სტატუსი მიენიჭა - გიორგი ქადაგიშვილს, გენადი არჩუაძეს, ბიძინა გიორგობიანს, გელა ნასყიდაშვილს, მიხეილ ქარელს, იასონ ჩიხლაძეს, ლევან ფხაკაძეს, ქიბარ ხალვაშს, ნიაზ ხალვაშს, მარინე ჭყონიას, ბადრი ბიწაძეს, ზურაბ გიგუაშვილს, გურამ გოგუას, ნიკა გელაშვილს, თემურ გიგაშვილს, მელიქ რაისიანს, გოჩა ვეტრიაკოვს, დავით ბეგიაშვილს, იანიკ ქარქუსოვს, ჯემალ ქარქუსოვს, ტარიელ ხალვაშს, მალხაზ ბაბლიძეს, ილია რამიშვილს, თეიმურაზ შენგელიას და გიგლა ბარამიძეს.
ხოლო, პოლიტპატიმრის სტატუსით ისარგებლებენ - ადუაშვილი რევაზი, ნემსიწვერიძე მამუკა, ამბარცუმიანი ედუარდი, არევაძე თორნიკე, ახვლედიანი ვალერიანი, ბერიშვილი ლევანი, ბერაძე ზვიადი, ბიბილური ალექსანდრე, გამარჯობაძე ხვიჩა, გაჩეჩილაძე გივი, გოგალაძე ჯურხა, გოგოლიძე ლევანი, გოგოლაძე ვასილი, გოცირიძე კობა, გრძელივანიშვილი ერეკლე, დავითაძე ბეჟანი, ერაძე ალექსანდრე, ზაუტაშვილი ნიკოლოზი, ზურაშვილი შაქრია, კობაური კობა, მეფარიშვილი დავითი, მუხაშავრია გოჩა, მერებაშვილი ამირან, მანაგაძე დემურ, პეტრიაშვილი ბექა, ჟღენტი ოთარი, ჟღენტი თეიმურაზ, სამხარაძე ზაზა, სოლომონიძე ანზორი, სალუქვაძე გია, სტურუა ბახვა, ფარტენაძე დავითი, შუბითიძე აკაკი, ჩიღვინაძე ივანე, ჩიქვილაძე ზაზა, ჭეიშვილი დიმიტრი, ხუციშვილი ზურაბ, ძირკვაძე მერაბ, შენგელია მამუკა, გორგაძე მერაბი, გორდელაძე თემური, ანანიძე ცოტნე, მოსიძე ზურაბ, შარაშენიძე გუბაზ, გოგიტიძე გედევანი, ქველაძე ბადრი, კიკვიძე დავით, მოსიძე ზურაბი, კეშელავა ოლეგი, გოგუაძე ნიკოლოზი, ჩარკვიანი ვარლამი, სისაური მახარე, ცილიკიშვილი მიხეილი, მაისურაძე მიხეილი, გვიმრაძე ზაზა, აღაჯანაშვილი გიორგი, ბეროშვილი გიორგი, გურული ბორისი, თოდაძე კახაბერი, ცამბაია თეიმურაზი, ჩიტრეკაშვილი დავითი, ჩიტრეკაშვილი ზურაბი, გუნდიაშვილი ჯემალი, შუკაკიძე დავითი, ბესელია მამუკა, გელაშვილი ზურაბი, თუთარაშვილი დავითი, ჩიგოგიძე ბადრი, ჩიგოგიძე ბაქარ, ჩარბაძე ირაკლი, ღვალაძე რამაზ, სურამელაშვილი ჯემალ, მაისურაძე მერაბი, ლომიძე კონსტანტინე, დოლიძე ლევან, ჯოხაძე ანდრო, გორგიაშვილი შოთა, ფოცხვერაშვილი ბესიკ, ჯაჭავაძე ზვიად, თოფურიძე ირაკი, ბეგოანია ალექსანდრე, გრიგალაშვილი ბექა, ბიბილაშვილი ნიკოლოზი, მიქაძე ზურაბ, მურჯიკნელი ზაზა, საბაშვილი ვანო, საგინაშვილი ვაჟა, საგინაშვილი იმედა, ოთანაძე კობა, ხოხაშვილი პაატა, ბზიშვილი ზურაბ, სამადალაშვილი გიორგი, ჯოლბორდი კახა, დვალი კახა, ამირიძე ლევან, ხუცურაული ვაჟა, ნადირაძე მარლენ, ნაოჭაშვილი თეიმურაზი, წურიაშვილი სიმონი, ხარებავა ზვიადი, გრძელიძე დავით, ბაბილოძე ჯონი, ადამია დიმიტრი, გევორქიანი არმენ, გალოგრე რუსლანი, შიკოიანი რუბენი, სკრილნიკოვი იური, აბდულაევი ედუარდი, მესხიძე დავითი, კიღურაძე ბაკური, აბაშიძე ტარიელ, კაკაბაძე გელა, პლუჟნიკოვი ვიაჩესლავ, დიასამიძე გოჩა, ბერიაშვილი თამაზ, იამანიძე შოთა, მერებაშვილი ფრიდონ, მახარაშვილი ვაჟა, გიგუაშვილი გალაქტიონ, ჯანჯალაშვილი ნიკოლოზ, ჩიხლაძე ჯიმშერ, ჩიხლაძე გიორგი, მაჭარაშვილი ხვიჩა, ჯამრელაშვილი დავით, მაკარაძე ზაურ, კობახიძე ზაზა, მუმლაძე რევაზი, ანჯაფარიძე თეიმურაზ, საჯაია ზურაბ, აფხაიძე შოთა, ბლიაძე ზვიადი, ჩაჩუა ლევან, შალამბერიძე დავით, გაბედავა გიორგი, მაისურაძე რატი, გურჩიანი ჯაბა, ზუმბაძე ავთანდილი, ვაჩნაძე მელორი, ჟვანია ზაალი, გოგინაშვილი შალვა, გოგიჩაიშვილი ლევანი, ჟვანია ლუარსაბი, დარასელია აკაკი, გორგიაშვილი ლევან, გორგიაშვილი ბესო, მასურაშვილი ვახტანგ.
ჩალაური თევდორე, ნეფარიძე ზურა, სულაძე დიმიტრი, კვეზერელი ნიკოლოზ, ხაინდრავა კახა, ჯიქია ჯონი, თავშავაძე ჯუმბერ, ჟორდანია გურამ, ახალკაცი გიორგი, ბლიაძე პავლე, გველუკაშვილი მალხაზი, გოგიჩაშვილი გიგა, გოგლიჩიძე გიორგი, დევრიშაძე ფრიდონ, დემეტრაძე გიორგი, ზავრაშვილი გიორგი (რესპუბლიკური პარტია), ზერეკიზე გიორგი, თხელიძე ნანა, ლეონიძე ჯემალ, მაისაია ვახტანგ, მამედოვი კაზანფარ, მოლაშვილი თორნიკე, მურმანიშვილი ტარიელი, რამაზაშვილი ლუკა, რატიშვილი მერაბ, საღინაძე ბათუ, ტატიშვილი დავით, ყეინიშვილი ზაზა, შალიკიანი ზურაბი, ჩხენკელი ლაშა, წითელაშვილი ტრისტანი, ჭუმბურიძე ალექსანდრე, ხვინთელიანი ბესარიონ, ალიმბარაშვილი დავით, ფარეშიშვილი მამუკა, შინჯიკაშვილი ზვიად, ყველაშვილი ივანე, სვანიძე პაატა, ლონდარიძე დავით, გორელაშვილი გიორგი, ჩაპლიგინი სერგეი, ექვთიმიშვილი გივი, გველესიანი შალვა, დალაქიშვილი ილია და ბაჩიაშვილი დავით.