კალიფორნიაში კარანტინის დროს გამართულ წვეულებაზე 6 ადამიანი დაჭრეს

კალიფორნიაში კარანტინის დროს გამართულ წვეულებაზე 6 ადამიანი დაჭრეს

კალიფორნიის ქალაქ ბეიკერსფილდში, ხელისუფლების მიერ გაცემული სახლში დარჩენის რეკომენდაციის მიუხედავად გამართულ ერთ-ერთ ხალხმრავალ წვეულებაზე 6 ადამიანი დაჭრეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, 4 ქალი, 1 კაცი და 1 მოზარდი ცეცხლნასროლი ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით არავინაა დაკავებული, თუმცა პოლიცია ეძებს ოთხ კაცს. ისინი შემთხვევის ადგილიდან ავტომობილით მიიმალნენ.