სომხეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 30 დღით გახანგრძლივდა.
შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს პარლამენტის საგანგებო სხდომაზე მიიღეს.
კორონავირუსის პანდემიის ფონზე, სომხეთში საგანგებო მდგომარეობა ერთი თვით, 16 მარტს გამოცხადდა. სომხეთში კორონავირუსის ეპიდემიიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის ინფექცია 1 039 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 211 გამოჯანმრთელდა, 14 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.