კიევ-პეჩერის ლავრაში კორონავირუსით დაინფიცირებული არქიმანდრიტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის დედაქალაქში მდებარე სამონასატრო კომპლექსში 63 სასულიერო პირია ინფიცირებული. ქვეყანაში ეკლესიები დახურული არ არის, მაგრამ მასობრივი რელიგიური ღონისძიებები აკრძალულია.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ინფექციას 93 ადამიანი ემსხვერპლა, 3102 კი დაინფიცირდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.