სომხეთში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 966-ს მიაღწია. ინფორმაციას ამსი შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საერთო ჯამში ტესტირება 6484 ადამიანს ჩაუტარდა. ამ ეტაპზე მკურნალობას 780 პაციენტი აგრძელებს. 173 ადამიანი განიკურნა, 13 კი გარდაიცვალა.