„ას მილიონს რომ უწუნებ და ცოტააო, იძახი, თავად 10 ლარი მაინც შეიტანე ამ ფონდში“

„ას მილიონს რომ უწუნებ და ცოტააო, იძახი, თავად 10 ლარი მაინც შეიტანე ამ ფონდში“

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიერ Stop Cov-ის ფონდში 100 მილიონი ლარის ჩარიცხვამ ყველაზე მეტად ოპოზიციონრები გააღიზიანა, რომლებმაც ეს თანხა უმცირესად მიიჩნიეს და განაცხადეს, იმდენად დიდი შესაძლებლობები აქვს ბიძინა ივანიშვილს, რომ ეს თანხა ზღვაში წვეთია. მთელი ამ ხნის განმავლობაში ისმოდა კითხვა, სად იყო ბიძინა ივანიშვილი, რატომ არ ჩანდა იგი, რატომ არ იჩენდა ისეთ გულუხვობას, როგორც თუნდაც ბერა ივანიშვილი, რომელმაც ამაზონის ტყეების გადასარჩენად 1,1 მილიონი დოლარი გაიღო. თუმცა, მას შემდეგ, რაც ივანიშვილის 100 მილიონი გამოჩნდა, ამაზონის ტყეების ამბავი არავის გახსენებია.

უბრალოდ, გაახსენდათ, რომ ეს 100 მილიონი ბიძინა ივანიშვილის შემოსავლის 0,6%-ია. ზოგიერთმა „ნაციონალმა“ ეჭვი იმაშიც შეიტანა, იქნებ, ეს 100 მილიონი სულაც არ არის ბიძინას ფული?! რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების განსჯა ზუსტად იმ ადამიანებმა დაიწყეს, რომელთაც არანაკლები თანხები გააჩნიათ, თუკი ოდესმე ქველმოქმედებისთვის აუტოკდებათ გული.

დავით ბერძენიშვილს ივანიშვილის შემოწირულობა ეცოტავა და მარტივი კალკულაციით დაასკვნა, რომ ეს მცირე თანხაა ივანიშვილისთვის და მისი ქონების 1%-იც კი არ არის, მაგრამ დიდი თანხაა საქართველოსთვის. ბერძენიშვილის ანგარიშით, 100 მილიონი ლარი, ნუ სადღაც, 33 მილიონი დოლარია, ივანიშვილი კი ერთი დღის განმავლობაში ხან მეტს იგებს, ხან მეტს აგებს.

ნიკა მელიას ფინანსური გემოვნებაც არ დააკმაყოფილა ბიძინა ივანიშვილის ბოლო დროის ქველმოქმედებამ, რომლის თქმითაც, ამ ადამიანს შეეძლო უფრო მეტი თანხა ჩაერიცხა Stop Cov-ის ფონდში, რადგან მხოლოდ საყდრისის აფეთქებიდან უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში თითქმის 2 მილიარდი ლარის ღირებულების ოქრო და სპილენძი აქვს გატანილი ქვეყნიდან.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის მომხრეებს, მათ მადლიერება გამოხატეს ივანიშვილის ქველმოქმედების მიმართ. ზოგიერთები უფრო შორს წავიდნენ და ივანიშვილის 100 მილიონი ლარი შეადარეს იმ 100 ათასს, რომელიც მომჭირნეობით „ლელოს“ მესვეურებმა გაიღეს.

ანალიტიკოს სოსო მანჯავიძეს ლეგიტიმური კითხვა უჩნდება, სად არიან დანარჩენები, ვისაც არანაკლები კაპიტალი აქვს, კერძოდ, სად არის ბეჟუაშვილი, მან რატომ არაფერი გაიღო? მიხეილ სააკაშვილის ქველმოქმედება სად არის, ან მასთან დაახლოებული ადამიანების? სად არის ნაყოფიას ქველმოქმედება?

„სასაცილოც აღარ არის უკვე, სატირალია, რასაც ეს ხალხი აკეთებს. მით უმეტეს, 100 მილიონზეა საუბარი, რომელიც დიდი თანხაა და ამაზე რატომღაც უკმაყოფილებას გამოხატავენ. სხვათა შორის, ასეთივე აბსურდული იყო მათი პოზიცია ექიმების მიმართ. როგორი იდიოტი უნდა იყოს ადამიანი, რომ ეპიდემიის დროს ეპიდემიოლოგებს დაუწყო ბრძოლა და ომი. ამ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაღებული 100 მილიონი წაადგება და შეეშველება ბიუჯეტს. რამდენიც საჭირო იყო ფონდში ჩასარიცხად, ალბათ, იმდენი ჩარიცხა ბიძინა ივანიშვილმა. ამ 100 მილიონ ლარს ხომ გარკვეული გათვლების შედეგად გაიღებდა ივანიშვილი? სამწუხაროდ, გონებრივი პრობლემების გამო ეს ხალხი ვერ არჩევს, რა არის ეს თანხა, როცა ამბობენ, 5 მილიარდთან მიმართებითო, არც ის იციან, როგორ ითვლება ეს 5 მილიარდი. ეს ითვლება აქტივების მიხედვით, რომელშიც შედის უძრავი ქონება და სხვა აქტივები, რომელიც აქვს ბიძინა ივანიშვილს. ხოლო ეს 100 მილიონი ლარი არის პირდაპირი ქეში, რომელიც, სავარაუდოდ, ითვლება შემოსავლიდან. ეს ადამიანები ქონებასა და შემოსავალსაც ვერ არჩევენ ერთმანეთისგან. თუ კიდევ იქნება მწვავე აუცილებლობა, ალბათ, ბიძინა ივანიშვილი თანხას კიდევ დაამატებს“, - აცხადებს სოსო მანჯავიძე For.ge-სთან საუბარში.

მისივე განმარტებით, რა თანხაც არ უნდა გაეღო ბიძინა ივანიშვილს ფონდში ჩასარიცხად, მორალთან მწყრალად მყოფი ოპოზიციონრები მაინც მონახავდნენ მიზეზს უკმაყოფილოდ დასარჩენად. ანალიტიკოსი აცხადებს, რომ პირადად ათასჯერ მაინც გაუკრიტიკებია ხელისუფლება, თანაც, უფრო მწვავედაც, ვიდრე ამას აკეთებს ოპოზიციად მონათლული „ნაცმოძრაობა“ და მისი ანასხლეტები, მაგრამ არასდროს არ დაბნელებია გონება ისე, არ ეთქვა კარგი იმაზე, რაც ნამდვილად კარგია. ოპოზიციას კი აქცენტები აქვს არეული და ვერ ხედავენ, რომ ეს 100 მილიონი მოხმარდება კონკრეტულ ადამიანებს და მათ გასაჭირს.

სოსო მანჯავიძეს, ასევე, აინტერესებს, რას ფიქრობენ საქართველოში მოქმედი ბანკების მესვეურები, რომელთა წმინდა მოგებამაც გასულ წელს საქართველოში 927 მილიონი ლარი შეადგინა. ასე რომ, ამ ბანკების ქართველ მეწილეებს აქვთ უფლება, საკუთარი აქციონერების წინაშე დააყენონ საკითხი საქართველოსთვის ერთჯერადი დახმარების გაწევის შესახებ, მაგალითად, თუნდაც გასული წლის წმინდა მოგების 10%-ის სახით.

„ბიძინა ივანიშვილს, როგორც წესი, ყველაზე მწარედ ის ხალხი აკრიტიკებს და გესლავს, ვინც განსაკუთრებით ბევრს გამორჩა მას... ზოგი მისგან ნაჩუქარი სახლიდან ლანძღავს მას, მის ნაჩუქარ ჯიპში ჩაჯდომისას, ზოგი კი ახლად სიკვდილს გადარჩენილი მისგან დაფინანსებული ოპერაციით“, - აღნიშნავს სოსო მანჯავიძე.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი იქცევა ისე, როგორც ღირსეული კაცი, რომელსაც ეს კრიზისი არ გამოუყენებია საკუთარი თავის რეკლამირებისთვის. იგი ერიდება კიდეც საჯარო გამოსვლებს, განსხვავებით სააკაშვილისგან, რომელიც ყოველ საღამოს ტელევიზორში „მე-მე“-ს იძახის. თანაც, სააკაშვილი ამას ისეთ არასწორ დროს აკეთებს, როცა საგანგებო ვითარების გამო პარტიული ინტერესები უკვე აღარ არის მთავარი.

„ელემენტარული ზრდილობის ამბავია, ივანიშვილს ერთი ლარიც რომ ჩაერიცხა ამ ფონდში, კაციშვილს უფლება არ ჰქონდა, ხმა ამოეღო. ეს არის ქველმოქმედება, ეს არის კეთილი ნება, ეს ადამიანი ეხმარება ქვეყანას. მას დიდი შეძლება აქვს, ვერც ერთი ქართველი საკუთარ თავს ვერ მისცემს უფლებას, ან დაუწუნოს, ან უანგარიშოს ივანიშვილს პირადი თანხები. ჯერ ერთი, სხვისი ქონების დათვლა რა ზრდილობაა. ას მილიონს რომ უწუნებ და ცოტააო, იძახი, თავად 10 ლარი მაინც შეიტანე ამ ფონდში და ამის მერე გექნება მორალური უფლება, რამეზე აზრი გამოთქვა. ეს გამაოგნებელია, რადგან საქართველოს ისტორიაში ამ მასშტაბის ქველმოქმედება არ ყოფილა. თანაც, ეს პირველი ასი მილიონი ხომ არ არის? სამომავლოდ ამ ფონდს კიდევ დასჭირდება ბიძინა ივანიშვილის დახმარება. მაგ კაცს ნათქვამი აქვს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ის დააზღვევს სახელმწიფოს, თუკი სახელმწიფოს თანხები არ ეყოფა“, - მიიჩნევს დავით ზარდიაშვილი.

 

ზურაბი ნაპროკუროლმა ზოდელავამ გააცხადა,რომ ეს ფული ეს ხალხის ფულია და ხალხსავე უნდა დაუბრუნდესო, ვინაიდან ფულს თურმე ივანიშვილი საქართველოში შოულობს.საყდრისიდან 2 მილიარდი უშოვნია,როცა ოქრო რუსების და ნაყოფიას ხელშია.
4 წლის უკან
Katana . ესენი ისეთი გულუხვები არიან, მილიარდი დოლარიც რომ შეეტანა ბიძინას, არ დაენანებოდათ! :)
4 წლის უკან
Serapina მეგობარმა POSTV -ზე (სადაც, ნიჭიერი და განსწავლული ადამიანებისთვისაც მომისმენია) გასული, ლაშა ნაცვლიშვილის მიერ გაკეთებული კომენტარი გამომიგზავნა.
შევძრწუნდი! იმედია სწორად დავწერე...
ასეთი სიზუსტით და სიმეტრიით, თუ შეიძლებოდა ვინმეს გონებაშეზღუდული ნაციონალის ყველა თვისების გაერთიანება და რიგითი ბიძინისტის კონტურების ასე ცხადად გამოკვეთა... …….
თანაც,სხვამ კი არ შექმნა (როგორც ამას კომენტარში ხსენებული, უხსენებელი გვარამია აკეთებს...), თავად ლაშა ნაცვლიშვილმა გადაწყვიტა, თავისი თავი ასე დაედო სამსხვერპლოზე.
გულწრფელად მინდა მჯეროდეს.. რომ „ის კაცი“ ქვეყნის მართვაში ვერ ერ(კვ)ევა. ...რომ იძულებულია. ...რომ გარეთ და ზემოთ; ასე გადაწყვიტეს. ...რომ სააკაშვილივით კაცობრიობაზე დაბოღმილი, ანგარიშების სწორებაში არ ატარებს ღვთისგან ბოძებულ სიცოცხლეს.
ასი მილიონი გადარიცხაო... ახლა, ავადმყოფი ნაციონალივით,პროკურატურამ ძიება დაიწყოსო(ამ დროს, ამ სისულელის ავტორი ქაჯი, ჩვენი ქვეყნის განათლების მინისტრი იყო,ასე მახსოვს), ამას რომ არ ვამბობ ხვდებით ალბათ. ღმერთმა ყველას შეაძლებინოს სიკეთის კეთება!
...უბრალოდ, იმ ბანაკის ჭკუასუსტებს და მათ ბელადს, ყველას ერთა უნდათ რომ ვინმემ მიშაზე, როგორც მესიაზე ისაუბროს.
...და ამ ბანაკშიც ასეა საქმე? ....სხვას იქნება ჭირდება მაგრამ, ივანიშვილსაც ჭირდება ეს ხოტბა-დიდება?!
...და თუკი მართლა ასეა, ფანტაზია არ ეყო უკეთესი გზის მოსაძებნად?!
4 წლის უკან