აშშ-ში პოლიციამ დააკავა კალიფორნიელი კაცი, რომელიც სამედიცინო ნიღბების 300 დოლარად გაყიდვას ცდილობდა.
ამის შესახებ ინფორმაცია პოლიციის განყოფილების Facebook-ის გვერდზე გავრცელდა. კაცი, რომელსაც საგანგებო სიტუაციის დროს ფასების ხელოვნურად ზრდას ედავებიან, სასამართლო პროცესამდე გათავისუფლებულია.
როგორც პოლიციის პრესრელიზშია ნათქვამი, დეპარტამენტმა მიიღო ინფორმაცია, რომ ნიღბები ერთ-ერთ ვებგვერდის საშუალებით იყიდებოდა და თითო ყუთის ფასი 300 დოლარს შეადგენდა. ყუთში სულ 20 ნიღაბი იყო, მთლიანობაში კი ბრალდებულს 420 ნიღაბი ჰქონდა.
თავად ჯონვილ ბალდონადო აცხადებს, რომ ნიღბები 200 დოლარად შეიძინა და მხოლოდ ასი დოლარი დაამატა, თუმცა ამ ვერსიის პოლიციას არ სჯერა.