სენატორი ლინდსი გრემი: ჩინეთის მთავრობა 16 000 ამერიკელის სიკვდილსა და 17 მილიონი ამერიკელის უმუშევრად დარჩენაზეა პასუხისმგებელი

სენატორი ლინდსი გრემი: ჩინეთის მთავრობა 16 000 ამერიკელის სიკვდილსა და 17 მილიონი ამერიკელის უმუშევრად დარჩენაზეა პასუხისმგებელი

„რესპუბლიკელი“ სენატორის ლინდსი გრემის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიაში, რამაც ამერიკელების სიკვდილი და რეკორდული უმუშევრობა გამოიწვია, ჩინეთის მთავრობაა დამნაშავე. ამის შესახებ სენატორმა ტელეკომპანია Fox News-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

„ჩინეთის მთავრობა 16 000 ამერიკელის სიკვდილსა და 17 მილიონი ამერიკელის უმუშევრად დარჩენაზეა პასუხისმგებელი. ჩინეთის მთავრობის ქმედებებმა გამოიწვიეს ეს პანდემია. უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც ეპიდემია ჩინეთიდან მოდის. ჩვენი პასუხი აღნიშნულზე იმდენად ყოვლისმომცველი უნდა იყოს, რომ ჩინეთმა შეცვალოს საკუთარი ქცევა“, - განაცხადა

მისივე თქმით, ჩინეთი „რესპუბლიკელებისა“ და „დემოკრატების“ მხრიდან ისე მკაცრად დაისაჯება, რაც მათ მომავალში შეაკავებს.

აშშ-ში კორონავირუსს 15 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. აღნიშნულს ცხადყოფს ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტის მიერ მოყვანილი მონაცემები.

კორონავირუსის ეპიდემიის არსებობის განმავლობაში აშშ-ში 15 774 ადამიანი გარდაიცვალა. ამავდროულად, 430 000 ადამიანი კორონავირუსით დაინფიცირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.