კვლევითმა კომპანია Nielsen-მა მარტში რუსეთის უმსხვილეს სავაჭრო ქსელებში ალკოჰოლის გაყიდვების ზრდა დააფიქსირა. ამის შესახებ Meduza წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მოთხოვნა სასმელზე თვის დასაწყისში გაიზრდა და პიკს მარტის ბოლო კვირას მიაღწია. კერძოდ, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით არყის გაყიდვები 31%-ით არის გაზრდილი, ლუდის – 25%-ით, ვისკის კი 47%-ით.
Nielsen-ის დირექტორი ამას საკვები ობიექტების დახურვას უკავშირებს. რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერმა, ვალენტინა მატვიენკომ კი განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეები მეტს არ სვამენ, არაყს კი ანტისეპტიკის ნაცვლად იყენებენ.