დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ოფიციალური წარმომადგენელი კეილი მაკინანი თეთრი სახლის ოფიციალურ წარმომადგენელად დაინიშნა.
31 წლის კეილი მაკინანი ჰარვარდის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულია.
დღეს, აშშ-ის პრეზიდენტის პრესმდივანმა სტეფანი გრიშემმა თანამდებობა დატოვა. როგორც თეთრ სახლში აღნიშნეს, იგი კვლავ გაუძღვება აშშ-ის პირველი ლედის მელანია ტრამპის აპარატს.