ფრანგული ავიაზმიდ „შარლ დე გოლის“ ეკიპაჟის წევრებს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდათ. ამის შესახებ South China Morning Post-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სიმპტომები 40-მდე მეზღვაურს აღენიშნება, ისინი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. შექმნილი ვითარების გამო ავიამზიდი პორტში ბრუნდება. ინფორმაციას საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.