ბორის ჯონსონის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

ბორის ჯონსონის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ინტენსიური მკურნალობის ცენტრში 2 ღამე გაატარა და ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მას კორონავირუსთან ბრძოლაში სასუნთქი აპარატი დაეხმარა, – ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.

ბორის ჯონსოსნს კორონავირუსზე დადებითი პასუხი დაახლოებით 2 კვირის წინ დაუდგინდა, რის შემდეგაც ის წმინდა თომას საავადმყოფოში სამკურნალოდ გადაიყვანეს, რადგან მუდმივად ახველებდა და მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა. თუმცა, ორშაბათს მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს.