ევროპული ქალაქი, სადაც ბინის დაქირავება ყველაზე ძვირია, ლონდონია. საკონსულტაციო კომპანია ECA International-ის მონაცემებით, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში 3-საძინებლიანი საცხოვრებელი სახლის ქირის ფასი თვეში საშუალოდ 5 300 ევროა.
რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს დუბლინი (3 613 ევრო თვეში), მესამე ადგილზე კი- პარიზია (3 461 ევრო თვეში). ხუთეულში ასევე მოხვდნენ ბერლინი და მადრიდი.
მანამდე დასახელდა ევროპის ქალაქები, სადაც უძრავი ქონება ყველაზე ძვირია. პირველობას ამ რეიტინგშიც ლონდონი იკავებს.