„ხავერდოვანი რევოლუციის ზოგადი ტექნოლოგია“ – (გამათავისუფლებელი ბრძოლა)

„ხავერდოვანი რევოლუციის ზოგადი ტექნოლოგია“ – (გამათავისუფლებელი ბრძოლა)

For.ge აგრძელებს ამერიკელი პროფესორის, ჯინ შარპის (ინგლ. Gene Sharp, 21 იანვარი 1928 ბალტიმორი - 2018 წლის 28 იანვარი, ოჰაიო) ნაშრომის „დიქტატურიდან დემოკრატიამდე“ ნაშრომის გამოქვეყნებას. ნაშრომი ქართულად ითარგმნა ნინო წოწორიასა და ნოდარ ლაბარტყავას მიერ.

ძირითადი სტრატეგიული ასპექტები: მოწინააღმდეგის გავლენის (ძალაუფლების) წყაროები.

ვენესუელა მწვავე სოციალურ კრიზისს განიცდის. 2018 წ-ს ინფლაციამ 1 700 000% შეადგინა. ქვეყანა 3 მილიონმა ადამიანმა დატოვა. უკმარისობაა პირველადი მოხმარების საგნების, საკვები პროდუქტების, მედიკამენტებისა და ბენზინის - მიუხედავად იმისა, რომ ვენესუელა მსოფლიოში  ერთ-ერთი მსხვილი ნავთობმომპოვებელი ქვეყანა.

რეალური სტრატეგიული დაგეგმვა შეუძლებელია მოწინააღმდეგის გავლენის (ძალაუფლების) წყაროების დადგენისა და მათი ხელმისაწვდომობის ან ამ წყაროების სარგებლობის შეზღუდვის შესაძლებლობის შესწავლის გარეშე.

 სერბეთში, მილოშევიჩის დიქტატორული რეჟიმის შერყევის მიზნით. მოქმედების გეგმის შემუშავებისას სერჟ პოპოვიჩი და მისი კოლეგები ყურადღების კონცენტრირებას, ნებისმიერი პოლიტიკური ლიდერის, ექვს გამოვლენილ წყაროზე ახდენდნენ.

ძალაუფლების ეს ექვსი წყაროა: უფლებამოსილება (ლეგიტიმურობა), საკადრო რესურსები, გამოცდილება და ცოდნა, არამატერიალური (ფსიქოლოგიური, იდეოლოგიური) ფაქტორები, მატერიალური რესურსები და სანქციები (დასჯა). გავლენის (ძალაუფლების) ეს ექვსივე წყარო მმართველი რეჟიმის განკარგულებაში მოსახლეობისა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების მხრიდან მხარდაჭერის, მორჩილებისა და თანამშრომლობის წყალობითაა. ჯგუფები და ინსტიტუტები, რომლებიც წარმოადგენენ მმართველი რეჟიმის ძალაუფლების წყაროს, რობერტ ლ. ჰელვეის მიერ რეჟიმის „საყრდენ წერტილებად“ იქნა წოდებული.

ამგვარი ჯგუფები და ინსტიტუტები რეჟიმისათვის შეუცვლელ გავლენის (ძალაუფლების) წყაროებს არ წარმოადგენენ. მის მიერ გაწეული მხარდაჭერის ხარისხი მუდმივად იცვლება და შესაძლებელია წინასწარ განზრახვითაც შეიცვალოს. როდესაც ეს საყრდენი წერტილები არასაიმედო ხდება, მმართველ სისტემას ეზღუდება ან საერთოდ ესპობა ხელმისაწვდომობა გავლენის (ძალაუფლების) ექვს დამოუკიდებელ წყაროსთან და მჩაგვრელი რეჟიმი სუსტდება. თუ რეჟიმისათვის ეს აუცილებელი გავლენის წყაროები ხელმისაწვდომი აღარ იქნება, მან შეიძლება ძალაუფლება დაკარგოს და დაემხოს. სერბეთის ოპოზიციის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ გენერალური სტრატეგიის დამუშავებისას უმნიშვნელოვანესი ფაქტორი შემდეგი შეფასება უნდა იყოს: შეასუსტებს თუ გააძლიერებს ოპოზიციის თითოეული კონკრეტული კამპანია მოწინააღმდეგის ძალაუფლებას? ეს გამოყენებადია ცალკეული, ვიწრო მიმართულების კამპანიების სტრატეგიისა და მიზნების შეფასებისას.

შესაბამისად, ანალოგიური შეფასება მოითხოვება ოპოზიციის მიმართებაშიც; გაძლიერდება თუ შესუსტდება ოპოზიციის გავლენა ამ ვიწრო ჩარჩოებში მოქცეული კამპანიის ჩატარების შედეგად?

ვინც ამუშავებს სტრატეგიულ გეგმებს, ის ამ საკითხებს სრული სერიოზულობით უნდა მიუდგეს.

ძირითადი სტრატეგიული ასპექტები: ურთიერთდამოკიდებულების ბალანსი

2019 წლის იანვარში პოლიტიკური კრიზისი მკვეთრად გამწვავდა. ნაციონალური ასამბლეის სპიკერმა ხუან გუაიდომ თავი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად გამოაცხადა. ცოტა ხნით ადრე, ჩატარებული სადაო არჩევნების შედეგად, მეორე ვადით არჩეულმა პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ პოსტზე ვადის ამოწურვამდე - 2025 წლამდე დარჩებოდა.  მიუხედავად  არაძალადობრივი რევოლუციური ბრძოლის სრული წესების დაცვისა, ოპოზიციას დღემდე უჭირს ხელისუფლების ხელში აღება.

სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტები („ბოიკოტი“) არაძალადობრივი ბრძოლის ძირითადი მეთოდებია.

ამ მოქმედებებმა მოწინააღმდეგეზე მნიშვნელოვანი გავლენა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ მოახდინონ, თუ ოპოზიცია შეძლებს გადაკეტოს ხელმისაწვდომობა მატერიალურ რესურსებთან, მომსახურებასთან და გავლენის იმ სხვა წყაროებთან, რომლებიც მოწინააღმდეგეს აუცილებლად სჭირდება და მათი მიღებისათვის იგი დამოკიდებული ოპოზიციაზე გახდება. თუ ეს დამოკიდებულება რაიმე კრიტიკულად აუცილებელ რესურსზე ვრცელდება, საზოგადოების დაუმორჩილებლობა ამ რესურსების შეზღუდვით ან მათი ხელმისაწვდომობის გადაკეტვით, შეიძლება ძალიან მძლავრი ბერკეტი გახდეს. თუ მხარეები ერთმანეთზე დამოკიდებულნი არიან რაიმე მნიშვნელოვანი ასპექტებით, სავარაუდოდ, კონფლიქტი ძალზედ რთული იქნება. წინააღმდეგობის მოძრაობის სტრატეგიის შემუშავებისას ამ ფაქტორების გულმოდგინე შესწავლა აუცილებელია.

დამოკიდებულების სფეროებისა და ურთიერთდამოკიდებულების ბალანსის გაფართოებას შეუძლიათ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინონ აქტიური დაუმორჩილებლობის ეფექტურობაზე. ამიტომაც, სტრატეგიული დაგეგმვის პროცესში აუცილებელია პასუხი გაეცეს ქვევით ჩამოთვლილ კითხვებს:

  • რომელი მხარეა დამოკიდებული ოპონენტზე, რათა ხელი მიუწვდებოდეს მნიშვნელოვან მატერიალურ რესურსზე, ასევე მომსახურეობის სფეროებში და გავლენის წყაროებზე და რა ხარისხით?
  • ეს დამოკიდებულება ცალმხრივია თუ ორმხრივი, ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მხარეები რომელიმე მნიშვნელოვან ასპექტში ხომ არ არიან ურთიერთდამოკიდებულნი?
  • შეუძლია თუ არა დამოკიდებულ მხარეს (ან მხარეებს) ისარგებლოს ალტერნატიული საქონლით, მომსახურებით, გავლენის წყაროებით, ან თავად შექმნას მსგავის საქონელი, მომსახურება და გავლენის წყარო, თუ არსებულ რესურსებთან ხელმისაწვდომობა შეზღუდულია ან გადაკეტილია მოწინააღმდეგის მხრიდან დაუმორჩილებლობის აქტებისა და თანამშრომლობაზე უარის თქმის შედეგად?

ძირითადი სტრატეგიული ასპექტები: როგორია სამოქალაქო საზოგადოების სტატუსი?

მესამე საკვანძო ფაქტორი, რომელიც აუცილებელია განვიხილოთ, როგორც უკვე აღვნიშნეთ - „ძალების ცენტრის“ - დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ჯგუფებისა და ორგანიზაციების მდგომარეობაა. სტრატეგიული მოქმედებების პროექტების დამუშავებისას, ასევე, ღია კონფლიქტის მიმდინარეობისას, მნიშვნელოვანია დიდი ყურადღება დაეთმოს იმ ორგანიზაციებს, რომლებიც სახელმწიფო სტრუქტურების გავლენის ქვეშ არ არიან.

მითითებულ ძალაუფლების ცენტრს საკმაოდ განსხვავებული მიზნები გააჩნია, რომელთა დიდი ნაწილი პოლიტიკის საზღვრებს გარეთაა. ამავდროულად, ზოგიერთი მათგანი მხოლოდ პოლიტიკური შეიძლება იყოს. ამგვარი ძალაუფლების ცენტრებს შეუძლიათ საკუთარი ძალისხმევა უბრალოდ განათლებაზე (საგანმანათებლო საქმიანობა), ან სისტემის დესტაბილიზაციაზე (სახელმწიფო სამოქალაქო სამსახურების მიერ თანამშრომლობაზე უარის თქმა), ან ჩაგვრისაგან გათავისუფლებაზეც კი (მოწინააღმდეგის ადმინისტრაციული და ძალოვანი სტრუქტურების დეზინტეგრაცია) მიმართონ.

 ამ ჯგუფებსა და ორგანიზაციებს ერთიანად, ხშირად, „სამოქალაქო საზოგადოებას“ უწოდებენ. თუ საზოგადოებაში მოცემული ძალის ცენტრები საკმაოდ ძლიერია და მნიშვნელოვანი რაოდენობითაა, მაშინ ისინი შეიძლება ის საფუძველი გახდეს, რომელზედაც მოსახლეობა დემოკრატიისათვის თავიანთ ბრძოლას ააგებს. ამ ცენტრებს შეუძლიათ უდიდესი დახმარება გაუწიონ ოპოზიციას თანამშრომლობაზე უარის თქმის შესახებ აქციების ჩატარებაში, რომელიც მიმართული იქნება მმართველი რეჟიმის ძალაუფლების წყაროების შეზღუდვის ან დამსხვრევისაკენ. ამგვარ ჯგუფებსა და ორგანიზაციებს ასევე შეუძლიათ დაეხმარონ მოსახლეობას, მათდამი სოლიდარობის გამოხატულებაში და უზომოდ მკაცრი რეპრესიების წინააღმდეგ ყველანაირი თანადგომის აღმოჩენაში.

 თუ საზოგადოებაში ამგვარი ძალთა წყაროები არასაკმარისად ძლიერია ან საერთოდ არ არის, მაშინ მათი სისუსტე ან მათი არარსებობა აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას გენერალური სტრატეგიის დაგეგმვისას, ასევე, გენერალური ხაზის ჩარჩოებში მოქცეული ცალკეული კამპანიების სტრატეგიების დაგეგმვის დროსაც. ამგვარად, ხანგძლივვადიანი ბრძოლის განხორციელებისათვის დიქტატურის დასამხობად მიმართული საწყისი ნაბიჯები საკმაოდ ფრთხილად და გულმოდგინედ უნდა იქნას დამუშავებული.

თუ ჩაგვრის სისტემის დასამხობად სრულფასოვანი, ხანგძლივვადიანი ბრძოლის წარმართვა იგეგმება, მაშინ თითქმის ყოველთვის აუცილებელია ძალაუფლების ცენტრების არსებობა, ან მათი წარმოშობა, ან მათი შეგნებული შექმნა და მობილიზება. შესაბამისად, ძალაუფლების ამ ცენტრების შექმნა ან გაძლიერება პრიორიტეტული ამოცანა უნდა იყოს.

მსგავსი ცენტრები, სხვადასხვაგვარი „საბჭოების“ სახით წარმოიქმნა უნგრეთის რევოლუციის დროს 1956-1957 წლებში, სანამ დაპირისპირება შეიარაღებული ბრძოლის ფაზაში გადაიზარდა, როდესაც უნგრეთის არმია შეეცადა შებრძოლებოდა საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებს. წინააღმდეგობის ამ მცდელობის ჩახშობის შემდეგ დაპირისპირება მეორე, არაძალადობრივ ფაზაში გადავიდა.

საზოგადოებრივი მდგომარეობა და ძალაუფლების ცენტრების მდგომარეობა სტრატეგიის პროექტის დამმუშავებელთა მხრიდან დიდ ყურადღებას მოითხოვს.

ძირითადი სტრატეგიული ასპექტები: ხელს უწყობენ თუ არა კამპანიის მიზნები და მოქმედებები რეპრესიული რეჟიმის სისუსტეების გამწვავებას?

მეოთხე საკვანძო ფაქტორი, რომლის განხილვაც აუცილებელია გენერალური სტრატეგიისა და ცალკეული კამპანიების სტრატეგიების დაგეგმვისას, არის კამპანიის ფარგლებში ამოცანებისა და ღონისძიებებს შორის შესაბამისობა და უნარი შიდა სისუსტეების გასამწვავებლად, რომლებიც სასტიკ დიქტატურას და სხვა მჩაგვრელ სისტემას ახლავს.

გავრცელებულია არასწორი წარმოდგენები, თითქოს მკაცრი დიქტატურები და ბატონობის სხვა სისტემები მუდმივად ისეთი ძლევამოსილნი არიან, როგორც ისინი საკუთარ თავს წარმოაჩენენ ან რასაც მათ ხშირად მიაწერენ. ჩვეულებისამებრ, ასეთ რეჟიმებს ახასიათებთ შიდა პრობლემები და დინამიკა, რომელსაც დროთა განმავლობაში, მისი მართვის ცენტრალური აპარატი შესუსტებამდე მიჰყავს. ოპოზიციის ის მოქმედებები, რომლებიც მიმართულია აღნიშნული შიდა დაპირისპირების გასამძაფრებლად, უფრო სწრაფად და სერიოზულად იმოქმედებენ სისტემაზე, ვიდრე სხვა სამიზნეებზე მიმართული მოქმედება.

აქ, სამუშაო ჰიპოთეზა მდგომარეობს იმაში, რომ ის მოქმედებები, რომლებიც მიმართულნი არიან დამღუპველობის ხარისხის მიხედვით სისტემაში არსებული „სუსტი წერტილების“ გამწვავებისკენ, დიდი ალბათობით, მოახდენენ უფრო მნიშვნელოვან ზემოქმედებას დიქტატურაზე, ვიდრე ის მოქმედებები, სადაც ეს ფაქტორი გათვალისწინებული არ არის.

ძირითადი სტრატეგიული ასპექტები: ინიციატივის მნიშვნელობა კონფლიქტის მიმდინარეობისას (პროცესში).

ძალადობის გამოყენების გარეშე ბრძოლის ეფექტურად წარმართვისათვის, ძალიან მნიშვნელოვანია, ოპოზიციურმა ძალებმა არა მხოლოდ ჩაიგდონ ინიციატივა ხელში, არამედ კონფლიქტის განმავლობაში ის მთლიანად შეინარჩუნონ. წინააღმდეგობის მოძრაობამ არ უნდა დაუშვას, რომ აღმოჩნდეს ისეთ მდგომარეობაში, საიდანაც მხოლოდ ოპონენტების მოქმედებებზე რეაგირებას შეძლებს.

ინიციატივის შენარჩუნება შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც, როდესაც ვითარების სტრატეგიული შეფასების შედეგები აჩვენებს, რომ მმართველი რეჟიმი ძალიან ძლიერია, მაშინ, როდესაც ოპოზიცია გაცილებით სუსტად გამოიყურება.

 ინიციატივის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია, კონფლიქტის როგორც შემტევი, ისე დაცვითი ფაზების დროს.

სტრატეგიის შემმუშავებელთა შერჩევა

მიმდინარე წლის მარტის ბოლოს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დააანონსა 22 ქვეყნის ოპერაცია ნარკოკარტელების წინააღმდეგ. მისი სიტყვებით, ოპერაიაში გამოიყენებენ დიდი რაოდენობით სამხედრო ხომალდებს, თვითმფრინავებს და ვერტმფრენებს, ხოლო ოპერაციის მონაწილეებს განსაკუთრებთ აღჭურვიან. ცოტა ხნით ადრე, აშშ-ს ხელისუფლებამ დააწესა $15 მილიონი იმ ინფორმაციაზე, რომელიც საშუალებას მისცემდათ მადუროს დასაპატიმრებლად.

ჩაგვრისაგან გათავისუფლების ბრძოლის დაგეგმვის გარკვეულ ეტაპზე აუცილებელია შერჩეულ იქნას ამ მიზნის მიღწევისათვის გენერალური სტრატეგიის მომზადებაზე პასუხისმგებელი ადამიანები. საპროექტო ჯგუფში მუშაობისათვის კადრების შერჩევა ძალიან ფრთხილად უნდა წარიმართოს, რადგანაც ყველა, ვისაც დიდი სურვილი გააჩნია მიიღოს მონაწილეობა, ამისათვის საკმარის ცოდნასა და უნარებს ვერ ფლობს. პირები, რომლებმაც თავი ვერ გაართვეს მოცემული თემის შესახებ არსებული ლიტერატურის წაკითხვას, თავიდანვე უნდა გამოირიცხონ. ასევე არ ღირს ჩააბან პროექტის დამუშავების პროცესში დილეტანტები, რომლებსაც არ შეუძლიათ ამომწურავად შეისწავლონ ქვეყანა და საზოგადოება.

მომავალი არაძალადობრივი მეთოდებით ბრძოლის დაგეგმვის მონაწილეობაში, არსებული ვითარების შესახებ ცუდად გათვითცნობიერებული, დოგმატური, ეგოცენტრული ადამიანების მონაწილეობამ შეიძლება კატასტროფული შედეგი გამოიწვიოს. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დამმუშავებლებს შორის არ იყოს პირი, რომლის პირადი მიზნები სტრატეგიული გეგმის შედგენას ხელს შეუშლის.

 რა თქმა უნდა, დამმუშავებლად შერჩეული უნდა იქნას ადამიანები, რომლებმაც სტრატეგიულ აზროვნებასა და დაგეგმვის კუთხით, სხვადასხვა ვითარებაში, უკვე გამოავლინეს თავიანთი შესაძლებლობები. ადამიანთა უმრავლესობა, კონკრეტულად მიმდინარე მომენტისათვის, ამგვარ უნარებს არ ფლობს.

პროექტის დამუშავება შეიძლება დაიწყოს მხოლოდ შესაფერისი ლიტერატურის საჭირო რაოდენობის წაკითხვის, ღრმა რეფლექსიისა და სერიოზული განსჯის შემდეგ, მოცემული სახელმძღვანელოს რეკომენდაციების შესაბამისად.

მგეგმავი ჯგუფის პერსონალი, უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს კომპეტენტური როგორც გენერალური, ისე მის ფარგლებში შემავალი, ვიწრო მიმართულების მქონე კამპანიების ჩატარების სტრატეგიების შექმნაში.

ჩაგვრის უკიდურესი ფორმების რთულ პირობებში ჯგუფების ფორმირებისა და ფუნქციონირების დაგეგმვა განსაკუთრებით რთული და ხშირად, საშიში საქმეა. ზოგიერთ ადამიანს, შესაძლოა მოუხდეს მიმალვა პატიმრობისგან თავის ასარიდებლად. დროდადრო რთული იქნება შეხვედრების ორგანიზება. ასევე, ოპოზიციის რიგებში, შესაძლოა, ინფორმატორი ან აგენტი-პროვოკატორი აღმოჩნდეს.

ისტორიაში არის მაგალითები, როდესაც დაგეგმვის ოპოზიციური ჯგუფები მოქმედებდნენ იქ, სადაც ამას ყველაზე ნაკლებად მოელოდნენ. ასე მაგალითად, ფაშისტების მიერ ოკუპირებულ ნორვეგიის დედაქალაქში ფარულად და პერიოდულად ერთმანეთს ის 12 ადამიანი ხვდებოდა, რომლებიც შემდგომში ქვეყნის ხელმძღვანელები გახდნენ. გერმანიაში არსებობდა შეთქმულთა საიდუმლო ჯგუფი, რომლებიც ჰიტლერის მოკვლას გეგმავდა. ბერლინში, ჰესტაპოს შტაბბინის მახლობლად ათასობით ქალი შეიკრიბა დროებითი ციხის გარშემო თავიანთი ებრაული წარმოშობის მქონე ქმრების გასათავისუფლებლად. და მათ საკუთარ მიზანს მიაღწიეს.

ზოგიერთ შემთხვევაში სასარგებლოა აღმოჩნდე ემიგრაციაში. კავშირგაბმულობის სფეროსთან დაკავშირებული ახალი ტექნოლოგიები ასევე გამოსადეგი იქნება გეგმის შემუშავებისას უსაფრთხოების დასაცავად.

სკეპტიკოსებმა შესაძლოა მიუთითონ იმ ფაქტზე, რომ გათავისუფლებისათვის არაძალადობრივი ბრძოლის წარმართვის სტრატეგიული დაგეგმვა, მსგავსი მასშტაბით და სიღრმით, აქამდე არასდროს ჩატარებულაო. მათ შეიძლება განაცხადონ კიდეც, რომ ამგვარი დაგეგმვა საერთოდ არ არის სავალდებულოო.

სტრატეგიული დაგეგმვა ხშირად გაცილებით მეტი რაოდენობის შემთხვევაშია შესაძლებელი, ვიდრე ამას შეიძლება მოელოდე. როდესაც ვითარება იძლევა საშუალებას, მოსამზადებელი ჯგუფის მიზანი უნდა იყოს გენერალური სტრატეგიის პროექტის დამუშავება, რომელსაც შემდგომში გაცილებით ფართო ჯგუფი შეაფასებს.

ზოგიერთ, განსაკუთრებით რთულ პირობებში, გაცილებით ფართო ჯგუფის მიერ გენერალური სტრატეგიის პროექტის შეფასება შეუძლებელია. სასტიკი რეჟიმების ზეწოლის მიუხედავად, სტრატეგიული დაგეგმვის მცირე, მაგრამ გონიერად მოქმედ ჯგუფს ხანდახან შეუძლია შეიმუშაოს და განავრცოს მოქმედებისათვის აუცილებელი სახელმძღვანელო. ამ ჯგუფის მიერ დამუშავებული რეკომენდაციები შესაძლებელია შემოწმდეს მოსახლეობის რეაქციის გაზომვით პატარა, მაგრამ შესამჩნევ და შედარებით უსაფრთხო აქციაზე მონაწილეობის მიღების მოწოდებით, რომელიც შემდგომ მართვას არ მოითხოვს. ამ რეაქციის მიხედვით შესაძლებელია იმის განსაზღვრა - ურთიერთდაპირისპირების გასამწვავებლად დამატებით გარკვეული დრო საჭიროა თუ, თუ მოსახლეობა უკვე უფრო სარისკო მოქმედებებისათვისაა მზად.

იმ შემთხვევაში, თუ პროექტის შეფასება შესაძლებელია, ის შეიძლება დამტკიცდეს ან დაბრუნდეს შესწორებებისათვის, ან საერთოდ უარყოფილ იქნას და მოითხოვონ ახალი გენერალური სტრატეგიის შემუშავება.

ძირითადი სტრატეგიული გადაწყვეტილებები

პროექტის განხილვის ადრეულ სტადიაზე სტრატეგიული დამუშავების ჯგუფმა, თუნდაც საერთო ფარგლებში, უნდა გადაწყვიტოს არაძალადობრივი მოქმედებების რა მექანიზმები უნდა იყოს ამოქმედებული: სოციალური ცვლილებები, კომპრომისი, არაძალადობრივი იძულება თუ დეზინტეგრაცია. დიქტატურის ან ჩაგვრის სხვა ფორმების პირობებში, აუცილებელია კონცენტრირება არაძალადობრივ იძულებასა და დეზინტეგრაციაზე მოხდეს.

ადამიანებმა, რომლებიც დაკავებულნი არიან გენერალური სტრატეგიის პროექტის შემუშავებით, უნდა განიხილონ დიქტატურის ან ჩაგვრის სხვა სისტემის დეზინტეგრაციის შესაძლებლობები ერთი, მძალვრი, დისციპლინირებული დარტყმით, თანამშრომლობაზე უარის თქმისა და ღია დაუმორჩილებლობის დახმარებით. თუმცა ეს ძალზედ იშვიათი და საკმაოდ საეჭვო შესაძლებლობაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, აუცილებელია შემუშავებულ იქნას ბრძოლის დაწყებისა და ცალკეული, შემოსაზღვრული (ლოკალური) დარტყმების მიყენების გეგმა.

პრობლემები, რის გამოც ხდება შემოფარგლული კამპანიების ჩატარება, ისე უნდა შეირჩეს, რომ მოსახლეობის მხრიდან მის მიმართ დიდი მხარდაჭერა გამოვლინდეს. გარდა ამისა, შერჩეული პრობლემები მოსახლეობისათვის ნათელი და იოლად გასაგები, ხოლო მმართველი რეჟიმისათვის ძნელად თავის გასამართლებელი უნდა იყოს. როგორც წესი, პრობლემები უნდა შეირჩეს ისე, რომ მმართველმა რეჟიმმა ვერ მოახერხოს იოლად წავიდეს დათმობაზე ან ისეთი, რომლებიც მზარდი ძალის მქონე მოსახლეობის წინაშე რეჟიმის მარცხს გამოიწვევს.

აუცილებელია, კონფლიქტის ცალკეულ ეტაპზე გამოსაყენებელი მოქმედების მეთოდები გულმოდგინედ შეირჩეს. არაძალადობრივი მოქმედებების ტექნოლოგია მრავალ ცალკეულ მეთოდს მოიცავს, რომელთაგან ყველას განურჩევლად გამოყენება, ამა თუ იმ კონფლიქტურ ვითარებაში, არაგონივრულია. ბევრი ნაკლებეფექტური აღმოჩნდება და მხოლოდ ზოგიერთი შეიტანს თავის გადამწყვეტ წვლილს წარმატების მისაღწევად. გამოყენებული მეთოდები ხელს უნდა უწყობდეს დასახული მიზნის მიღწევას და ბრძოლის შერჩეული სტრატეგიის რეალიზებას.

კონფლიქტის შემდგომი განვითარების პროცესში შეიძლება გაფართოვდეს როგორც მთლიანი ბრძოლის მასშტაბი, ისე ცალკეული კამპანიების ამოცანები. თუმცა, მმართველ რეჟიმს შეუძლია გაამკაცროს საწინააღმდეგო ქმედებები, ძირითადად რეპრესიებით, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია მჩაგვრელ სისტემას სულ უფრო და უფრო სერიოზულ დარტყმებს მიაყენებს.