სირიაში ომის დაწყებიდან მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მარტში დაფიქსირდა

სირიაში ომის დაწყებიდან მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მარტში დაფიქსირდა

მარტში სირიაში მხოლოდ 103 სამოქალაქო პირი დაიღუპა. ამის შესახებ Deutsche Welle ჰუმანიტარული ორგანიზაციების მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 2011 წელს სამოქალაქო ომის დაწყებიდან ეს ყველაზე დაბალი თვიური მაჩვენებელია. 51 ადამიანი სირიის მთავრობის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად გარდაიცვალა, დანარჩენები კი ნაღმების აფეთქებამ, წამებამ და მკვლელობებმა იმსხვერპლა. ერთი ადამიანი ჯიჰადისტებმა სიკვდილით დასაჯეს. დაღუპულთა შორის 9 არასრულწლოვანი და 16 ქალია.

ყველაზე მაღალი თვიური მაჩვენებელი მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილიანობის თვალსაზრისით ქვეყანაში 2016 წლის ივლისში დაფიქსირდა. მაშინ ალეპოს პროვინციაში საბრძოლო მოქმედებებს 1 590 ადამიანი ემსხვერპლა.