აშშ-ის რამდენიმე შტატში სკოლები მთელი წლით დაიხურა

აშშ-ის რამდენიმე შტატში სკოლები მთელი წლით დაიხურა

ამერიკის სულ მცირე 10 შტატში სკოლები მთელი წლით დაიხურა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

„კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო სკოლები მთელი წლით დაიხურება ალაბამაში, არიზონაში, ჯორჯიაში, ინდიანაში, კანზასში, მიჩიგანში, ნიუ მექსიკოში, ოკლაჰომაში, ვერმონტსა და ვირჯინიაში.

სკოლები დახურულია კალიფორნიაში. გუბერნატორის თქმით, დიდი ალბათობით, სასწავლო დაწესებულებები სასწავლო წლის დასრულებამდე ვერ გაიხსნება.

მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით უკვე ერთი მილიონი ადამიანია დაინფიცირებული. ამასთან, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით 50 000 ადამიანი დაიღუპა, 200 000 ინფიცირებული კი, გამოჯანმრთელდა.

ბოლო მონაცემებით ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 5 000 გადააჭარბა.