იაპონიის ვიცე-პრემიერი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე ჩინეთისადმი რბილი პოზიციის გამო აკრიტიკებს.
ტარო ასოს განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას სახელი უნდა გადაერქვას და მას ჩინეთის ჯანდაცვის ორგანიზაცია უნდა ეწოდოს.
„ხალხი ფიქრობს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უნდა შეიცვალოს სახელი.
მას ჩინეთის ჯანდაცვის ორგანიზაცია უნდა ეწოდოს. ეს უფრო შეესაბამება სიმართლეს“, – განაცხადა იაპონიის ვიცე-პრემიერმა.