არ მგონია, ჩვეულ ნორმებს დავუბრუნდეთ – ნიუ-იორკის გუბერნატორი

არ მგონია, ჩვეულ ნორმებს დავუბრუნდეთ – ნიუ-იორკის გუბერნატორი

ნიუ-იორკის გუბერნატორი ენდრიუ კუომო ფიქრობს, რომ ამერიკელებს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შედეგების პირობებში დიდხანს მოუწევთ ცხოვრება. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება მან ვიდეო მიმართვის დროს გააკეთა. „არ მგონია, ჩვეულ ნორმებს დავუბრუნდეთ. ვფიქრობ, ნორმალურის ახალი განსაზღვრება გვექნება“, – განაცხადა კუომომ.

​მისივე თქმით, თითოეული ამერიკელის პასუხისმგებლობაა იზრუნოს იმაზე, რომ პანდემიის შედეგად მიღებული ცვლილებები პოზიტიური იყოს და არა ნეგატიური. თუმცა ასევე დასძინა, რომ ყველა მზად უნდა იყოს კრიზისისთვის, რომელსაც ქვეყანა სავარაუდოდ თავს ვერ აარიდებს.