ტაილანდში საპირველაპრილო ხუმრობა Covid-19-ის შესახებ აკრძალეს – კანონდამრღვევს პატიმრობა ემუქრება

ტაილანდში საპირველაპრილო ხუმრობა Covid-19-ის შესახებ აკრძალეს – კანონდამრღვევს პატიმრობა ემუქრება

ტაილანდში კორონავირუსზე გაკეთებული საპირველაპრილო ხუმრობისთვის, მოქალაქეებს პატიმრობა ემუქრებათ.  ამის შესახებ, ქვეყნის გენერალური პროკურატურა იუწყება.

ინტერნეტის, სოციალური ქსელებისა და მედიასაშუალებების მეშვეობით Covid-19-ზე გავრცელებული ხუმრობისთვის  დაკავებულ პირს 2 წლამდე პატიმრობა ან ჯარიმა 40 000 ბატის (დაახლოებით $1300-ის) ოდენობით ემუქრება.

26 მარტიდან ტაილანდში საგანგებო მდგომარეობაა შემოღებული, ასევე აკრძალულია ქვეყანაში შესვლა და იქიდან წამოსვლა.

ბოლო მონაცემებით, ტაილანდში კორონავირუსით დაინფიცირების 1,771 შემთხვევა დაფიქსირდა, 12 ადამიანი კი დაიღუპა.