ბიზნესს ახლა ყველაზე რთული დრო დაუდგა. საყოველთაო კარანტინის პირობებში ბევრმა გამოცდილმა ბიზნესმენმაც კი არ იცის რა ელოდება მომავალში. ზოგადად ისინი ხელისუფლების სწრაფ და მკაცრ ნაბიჯებს არ ეწინააღმდეგებიან, მაგრამ პერსპექტივა მათთვის თანდათან ბუნდოვანი გახდა. ბევრი მათგანი ხელისუფლებას მოსაზრებებსაც სთავაზობს, რა უნდა გაკეთდეს, რათა ბიზნესმა დროულად დააღწიოს თავი უმძიმეს ვითარებას.
„ჯიდიჯი ჯგუფის“ ხელმძღვანელი ბეჟან წაქაძე ამბობს, რომ დღეს ნომერ პირველი პრობლემა არის კორონავირუსი, მერე - ლარი. ამიტომ კორონაზეც საფიქრალია, ლარზეც საფიქრალია, ბიზნესის რესტარტზეც საფიქრალია და როგორ განვითარდება მოვლენები იმაზეც.
„მე არ მახსოვს ასეთი მდგომარეობა ჩვენს სახელმწიფოში, ჩვენ არ ვიცით როგორ განვითარდება მოვლენები. ურთულეს პერიოდში მოუწია ამ მთავრობას მოქმედება, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრია და ძალიან რთული საქმე აქვთ შესასრულებელი. ხელისუფელებასთან იყო შეხვედრები და მუშაობს კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლის გეგმაზე. უახლოეს დღეებში, ალბათ, თავის პოზიციას წარმოადგენს ამ საკითხთან მიმართებაში.
პირველი საკითხია - კომპანიებს გადაუწყვიტოს ბანკთან ურთიერთობა როგორი იქნება, როდესაც კომპანიებს არანაირი შემოსავალი არ აქვთ, როგორც უნდა გადაიხადონ სესხები.
მეორე საკითხი - გარკვეული დროებითი შეღავათების დაწესება. ეს ეხება საგადასახადო მიმართულებით თუნდაც რომ რაღაც არდადეგები გამოცხადდეს გადასახადების კუთხით.
როგორც დღეს არის დროებითი მდგომარეობა, ასევე უნდა შემოიღონ დროებითი საგადასახადო შეღავათები. მუდმივად ეს ჩვენ ბიზნესებსაც არ უნდა გვაწყობდეს. რად გვინდა ჯარი არ იყოს, პოლიცია არ იყოს - მეც არ ვიქნები დაცული. სახელმწიფოს კერძო სექტორიდან უნდა შედიოდეს თანხები, იმისთვის, რომ დაგვიცვას და ასეთ მდგომარეობაში მხარდაჭერა გამოგვიცხადოს“, - განაცხადა წაქაძემ.
მისი თქმით, ვირუსამდე საქართველოში ეკონომიკური გარემო სტაბილური იყო, ამიტომ ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ ქვეყანა მალე შეძლებს ძველ კალაპოტში დაბრუნებას, თუმცა მსოფლიოში არსებული ვითარება გავლენას მოახდენს მასზე.
„ვინაიდან ჩვენს ქვეყანში კორონამდელ პერიოდში სტაბილურობა იყო, ხოლო ინფიცირების შემთხვევების დადასტურების შემდეგ ჩვენი მედიკოსები კარგად გაუმკლავდნენ არსებულ მოცემულობას, მთავარია, რომ ადამიანებმა უცხო ქვეყნებში იგრძნონ, რომ აქ დაცულია ყოველივე და ძალიან მოკლე დროში გაცილებით მეტი ტურისტი შემოვიდეს, ვიდრე აქამდე იყო.
მარტო ჩვენთან, რომ დასტაბილურდეს მდგომარეობა, ვერც ტურიზმის და ვერც სხვა ბიზნესებს ვერანაირ მდგომარეობაში ვერ დაქოქავ, ამიტომ მნიშვნელოვანია მსოფლიოში არსებული ვითარება“,- განუცხადა „ბიზნეს მედიას“ წაქაძემ.
საყოველთაო კარანტინის ეკონომიკაში ურთულეს პროცესებს გამოიწვევს. ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელის აზრით, ყველაზე დიდ პრობლემას შექმნის გაუფასურებული ლარი, ამიტომ აუცილებელია სტრატეგიული გეგმის შემუშავება, რომ რისკი შესუსტდეს და ეკონომიკამ დროულად შეძლოს კრიზისიდან გამოსვლა.
„ეკონომიკაში უმძიმესი ვითარებაა და ყველა საჭირო გზა უნდა გამოინახოს იმისათვის, რათა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ადგილობრივი წარმოების განვითარებას. შეუძლებელი უნდა შევძლოთ და ადგილზე უნდა ვაწარმოოთ ყველა მოთხოვნადი და საჭირო პროდუქტი, რომელიც იმპორტირებულია უცხო ქვეყნებიდან. ასევე მნიშვნელოვანია მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ადგილობრივი ტურიზმის განვითარებას.
ეს გრძელვადიანი პერსპექტივაა. მანამდე კი ეკონომიკაში სერიოზული კრიზისია მოსალოდნელი. კარანტინი ეკონომიკას ბოლომდე გაანადგურებს, ისედაც უმძიმესი ვითარებაა. ერთადერთი გამოსავალია სტრატეგიული, ანტიკრიზისული გეგმის შემუშავება, რომელშიც მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან ერთად, უნდა ჩაერთონ სპეციალისტები, ექსპერტები, ბიზნესმენები, რათა ყველამ ერთად შევძლოთ ქვეყნის რთული სიტუაციიდან გამოყვანის ეფექტური გეგმის შემუშავება“, - აღნიშნა ბიზნესმენმა.
ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის პროგნოზით, კორონავირუსის გამო შექმნილი გამოწვევები ქვეყანაში იმპორტს ბუნებრივად შეამცირებს, რაც ეკონომიკისთვის - არა, მაგრამ სავალუტო ბალანსისთვის კარგია.
„ახლა არის დრო იმისთვის, რომ ჩვენ შევქმნათ ჩვენი პროდუქცია, ჩვენი ხერხემალი - სოფელი უნდა განვავითაროთ. მე მგონი, ვირუსის გასვლის შემდეგ ნაკლებად იქნება დრო და მოთხოვნა იმპორტზე, რაც ეკონომიკისთვის არაა კარგი, მაგრამ ქვეყნის სავალუტო ბალანსისთვის კარგია, რადგან იცით, რომ ათწლეულების განმავლობაში სამჯერ აღემატებოდა იმპორტი ადგილობრივ წარმოებას, რაც ანგრევდა ჩვენს ეკონომიკას; ჩვენით ვერ გავიგეთ და გამჩენის ხელი ჩაერია - ზედმეტია ამდენი ფუფუნების საგნები, ჩემზეც ვამბობ... ზედმეტია ამდენი ტანსაცმელი, ბინა თუ სხვა რამე... ბუნებრივად მოხდა ბალანსი. გზას გვაჩვენებენ საით უნდა განვვითარდეთ“, - განაცხადა ბიზნესმენმა.
ეს ადამიანები, ჯერ ერთი დღიურ სარჩოზე არიან დამოკიდებული და მათ ოჯახებს ვინ არჩენს გასარკვევია და მეორე, მათი საქმიანობა ადამიანების თავშეყრასთან არ არის დაკავშირებული და მესამეც, მათი მომსახურება უმეტეს შემთხვევაში სასიცოცხლოდ აუცილებელია კარანტინის პირობებით ნებადართული საქმიანობების განხორციელებისათვის.
მაგალითად, ავტოტექმომსახურება და საოჯახო-სამეურნეო ინვენტარის პატარა მაღაზიები და სხვა, სადაც კარანტინის პირობების დაცვა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.
რაზე იყო მაგ ხალხის გამოკეტვა საჭირო და ............................ მაგას შემოდგომით მიხვდები
ზუსტად იმიტომაც გამოკეტეს რომ ხალხი სრულიად უქონელი და ულუკმაპურო გახდეს......
.მერე ეს მშიერი ხალხი მიადგება ხელისუფლებას, სახელმწიფოს... . მაგას კი ეს ჩვენი გაღატაკებული სახელმწიფო ვერ გაუძლებს (მით უმეტეს რომ საკუთარი რესურსი არაფერი გაააჩნია)
მერე ეს ჩვენი ხელისუფლება, სახელმწიფო ..იძულებული გახდება ფული ,,ზემდგომებისგან,, ისესხოს ანუ მავანთა წინაშე უფრო დიდ ვალებში
ჩავარდეს და როგორც მოვალე, მათ წინაშე უფრო მორჩი გახდეს, (ძიები რო არ გაააბრაზოს)».... არ იქნება მორჩილი და ფულს არ გვასესხებენ
.....არ გვასესხებენ და ქვეყანაში......... ბუნტი ......... უბედურება...... შიმშილი იქნება ..........
ასე წავა ყველაფერი.................... გრაფიკის მიხედვით
მერე?
მერე ............... შენ დაუკააააარ ....
... აი ეს, ეს იქნება უახლოეს მომავალში