იტალიაში ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინი 12 აპრილამდე გახანგრძლივდა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი ავრცელებს.
ცნობისთვის, შეზღუდვები 3 აპრილამდე მოქმედებდა, თუმცა ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მისი გახანგრძლივება გადაწყდა.
ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსის 101,739 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 11,591 გარდაიცვალა, ხოლო 14,620 განიკურნა.