დონალდ ტრამპი: მძინარე ჯო პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, გაგებაშიც კი არ იქნებოდა რა ხდება ახლა

დონალდ ტრამპი: მძინარე ჯო პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, გაგებაშიც კი არ იქნებოდა რა ხდება ახლა

მძინარე ჯო პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, გაგებაშიც კი არ იქნებოდა რა ხდება ახლა, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

„კორონავირუსთან ბრძოლაში ფედერალურმა მთავრობამ იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე ვინმე გააკეთებდა. მძინარე ჯო პრეზიდენტო რომ ყოფილიყო ახლა, გაგებაშიც კი არ იქნებოდა რა ხდება ახლა. კორონავირუსთან ბრძოლაში უზარმაზარი სამუშაო გავწიეთ. ზოგადად, პრეზიდენტად უნდა გვყავდეს ადამიანი, ვისაც უნარები გააჩნია. ჯო ბაიდენი ასეთი ადამიანი არ არის, ჩემი აზრით“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აღსანიშნავია, რომ 15 მარტს სენატორ ბერნი სანდერსთან დებატების დროს ჯო ბაიდენს შეეშალა და კორონავირუსის ეპიდემიის ნაცვლად განაცხადა, რომ ახლა მსოფლიოში ღორის გრიპი მძვინვარებს.

აშშ-ში COVID-19-ით, ბოლო მონაცემებით 2513 ადამიანი დაიღუპა. სტატისტიკას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

აშშ-ში კორონავირუსით სულ 143 ათასი ადამიანი დაინფიცირდა. ყველაზე მეტი 776 ადამიანი ინფექციას ნიუ-იორკში ემსხვერპლა, მეორე ადგილზეა ქალაქი კინგი ვაშინგტონის შტატში, სადაც კორონავირუსით 144 ადამიანი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.