ესპანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსს 812 ადამიანი ემსხვერპლა, გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა კი 7 340-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა El Mundo ავრცელებს.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინიტროს ცნობით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 6 398 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 85 195 შემთხვევაა გამოვლენილი. ბოლო მონაცემებით კი, სულ 16 780 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.