მოსკოვში კორონავირუსით ინფიცირებულ ახალ პირებს შორის 17 ბავშვია. ამის შესახებ კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.
ოპერატიულ შტაბში აღნიშნეს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული ბაშვები ექიმების დაკვირვების ქვშ იმყოფებიან.
რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1836-მდე გაიზარდა. როგორც ოპერატიულ შტაბში აღნიშნეს, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 302 შემთხვევა დაფიქსირდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.