„ხავერდოვანი რევოლუციის ზოგადი ტექნოლოგია“ – (გამათავისუფლებელი ბრძოლა)

„ხავერდოვანი რევოლუციის ზოგადი ტექნოლოგია“ – (გამათავისუფლებელი ბრძოლა)

For.ge აგრძელებს ამერიკელი პროფესორის, ჯინ შარპის (ინგლ. Gene Sharp, 21 იანვარი 1928 ბალტიმორი - 2018 წლის 28 იანვარი, ოჰაიო) ნაშრომის „დიქტატურიდან დემოკრატიამდე“ ნაშრომის გამოქვეყნებას. ნაშრომი ქართულად ითარგმნა ნინო წოწორიასა და ნოდარ ლაბარტყავას მიერ

თავისუფლების მიღწევის ხერხების შესახებ

ცოდნის სამი ტიპი

სწავლის, დაკვირვებისა და ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით შეიძლება განვაცხადოთ, რომ მოქმედი გენერალური სტრატეგიის დასამუშავებლად და თავისუფლებისათვის ბრძოლის წარმატებით წარმართვისათვის ცოდნის სამი ტიპის ფლობაა აუცილებელი:

  1. კონფლიქტური ვითარების, მოწინააღმდეგის, ასევე საზოგადოებისა და მისი მოთხოვნების ცოდნა.
  2. ძალადობის გამოყენების გარეშე ბრძოლის ბუნებისა და მექანიზმის სიღრმისეული ცოდნა.
  3. სტრატეგიული ანალიზის, აზროვნებისა და დაგეგმვისათვის აუცილებელი ცოდნა და უნარები.

ცოდნის აღნიშნული ამ სამი ტიპის გარეშე დიქტატურასთან ან ჩაგვრის სხვა სისტემასთან ბრძოლის დაწყება, ან ამგვარი ბრძოლისათვის გენერალური სტრატეგიის შემუშავების მცდელობა დიდი სისულელეა და სახიფათოც კი შეიძლება იყოს.

აღიარა რა ამ მტკიცებულების ჭეშმარიტება, ერთ-ერთმა ადამიანმა გამოთქვა მოსაზრება, რომ აუცილებელია სამი ჯგუფის ფორმირება, რომელთაგან თითოეული იქნებოდა ამ ცოდნის ერთ ტიპში კარგად გარკვეული და თავის ცოდნასა და გამოცდილებას გადასცემდა სხვა ჯგუფის წევრებს. იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ ერთ ოთახში შეკრებილი ეს სამი ჯგუფი შეძლებდა მოქმედ ბრძოლის გენერალური სტრატეგიის შემუშავებას. მაგრამ სამწუხაროდ, სამი ისეთი ჯგუფის ერთობლივი მუშაობით, რომელთაგან თითოეული ცოდნის ერთ-ერთ ტიპს ფლობს, სასურველი შედეგის მიღება არ შეიძლება.

ამის მიზეზია ის, რომ ყოველი ჯგუფის ცალკეული ცოდნა და უნარები, საბოლოო ჯამში, მხოლოდ ამ ჯგუფის წევრების საკუთრებად რჩება. გააზრებული და მოქმედი გენერალური სტრატეგიის შემუშავებისათვის აუცილებელი ანალიტიკური უნარი უნდა ეყრდნობოდეს ცოდნის ამ სამი ტიპის ერთობას და დამოუკიდებელ აზროვნებას. ამგვარი სტრატეგიის შემმუშავებელი ადამიანი ერთდროულად ცოდნის სამივე ამ ტიპს უნდა ფლობდეს, ანუ ცოდნა არ უნდა იყოს გადანაწილებული ერთად მომუშავე სამ სხვადასხვა ჯგუფს შორის.

ასევე სასურველია იმის შესწავლა, თუ როგორაა მოსახერხებელი სამოქალაქო თავისუფლებისა და დემოკრატიის გაფართოების მიზნით, მოქმედი გენერალური სტრატეგიის შესამუშავებლად, ცოდნისა და უნარების ამ სამი ტიპის გაერთიანება. ეს ერთიანი ცოდნა ასევე აუცილებელია ვიწრო ჩარჩოებში მიმართული კამპანიის დაგეგმისათვის, შედარებით მცირე მასშტაბის მქონე მიზნების მისაღწევად.

კონფლიქტური ვითარების, მოწინააღმდეგისა და საზოგადოების ცოდნა

1825 წელს გამოცხადდა ზემო პერუს დამოუკიდებლობა და ქვეყანას         ვენესუელის, კოლუმბიის, ეკვადორის, პერუს, პანამის დამოუკიდებლობისათვის (ესპანეთის სამეფოსაგან გამოყოფისათვის) მებრძოლის, სიმონ ბოლივარის საპატივცემულოდ ბოლივია ეწოდა.  გარკვეული მონაცემებით, 1825 წლიდან 2019 წლის ჩათვლით, მხოლოდ ბოლივიაში, სხვადასხვა ტიპის 188 სახელმწიფო გადატრიალება მოხდა.

დიქტატურის ან ჩაგვრის სხვა ფორმის პირობებში მცხოვრები ადამიანები, დიდი ალბათობით, საკმაოდ კარგად ერკვევიან ამ სისტემაში, ამიტომ ისინი გარკვეული პოტენციური ძალის მატარებლები არიან. „პოტენციურ ძალაში“ იგულისხმება გარკვეული თვისებების, რესურსების და შესაძლებლობების არსებობა, რომლებიც კონფლიქტურ ვითარებაში მობილიზებისა და გონივრული გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა ეფექტური ინსტრუმენტები გახდნენ. ცოდნის ამ ტიპის უფრო ღრმა გათვითცნობიერებისათვის ქვემოთ ჩამოთვლილ კითხვებზე პასუხის გაცემაა საჭირო.

  • როგორი პრობლემები უდევს საფუძვლად კონფლიქტს?
  • რამდენად მნიშვნელოვანია ეს პრობლემები კონფლიქტის თითოეული მხარისათვის?
  • იცვლებოდა თუ არა ამ პრობლემების ჩამონათვალი და მათი მნიშვნელობის ხარისხი დროთა განმავლობაში?
  • რამდენად იოლი ან რთული იქნებოდა თითოეული მხარისათვის დათმობაზე წასვლა?
  • ამ დათმობებზე წასვლა როგორი იქნებოდა ჩაგვრის წინააღმდეგ მებრძოლი ოპოზიციისათვის - სასიკეთო თუ სახიფათო?
  • როგორი მეთოდებით ისარგებლებს ოპოზიცია სხვა ჯგუფებისა და ცალკეული ადამიანის მობილიზებისათვის ამ პრობლემებთან დაკავშირებულ ბრძოლაში მონაწილეობის მისაღებად?
  • როგორ შეიძლება იქნას გამოყენებული არსებული პრობლემები ოპოზიციური ძალების მობილიზაციის გასაძლიერებლად, მოწინააღმდეგის მხარდაჭერის შესასუსტებლად და მოწინააღმდეგის რიგებსა და მესამე მხარის წარმომადგენელთა შორის ლოიალობის შესაცვლელად?

ქვეყნიდან გასახლებული, საზღვარგარეთ მცხოვრები ადამიანი, შესაძლოა ზოგიერთ ამ ცოდნას არ ფლობდეს, მაგრამ მას შეიძლება სხვა უპირატესობა გააჩნდეს. არაა გამორიცხული, რომ იგი ფლობდეს ინფორმაციას და ვითარების ნათლად გარჩევის უნარს, რაც შესაძლოა არ ჰქონდეთ საზოგადოების შიგნით მყოფ ადამიანებს.

ქვეყანაში მიმდინარე ვითარების შეფასებისას, მიზანშეწონილია მჩაგვრელი რეჟიმის აბსოლუტური და შეფარდებითი მდგრადობის, ასევე დემოკრატიული მოძრაობის არსებული და პოტენციური შესაძლებლობების გაანალიზება. როგორია მოწინააღმდეგის ძლიერი და სუსტი მხარეები? როგორია ოპოზიციის ძლიერი და სუსტი მხარეები? ამგვარი ანალიზის მიღება შესაძლებელია სტრატეგიული შეფასების მეშვეობით.

თუმცა, სტრატეგიული შეფასების ჩატარებისას სიფრთხილის გამოჩენაა აუცილებელი, რადგანაც სტრატეგიული დაგეგმვის ჯგუფის წევრები შეიძლება ძალიან გაიტაცოს სტრატეგიული დაგეგმვის დეტალებმა და ძირითადი სურათის მთავარი ფაქტორები მხედველობიდან გამორჩეთ.

ამგვარი შეფასების მთავარი მიზანია გაირკვეს კონფლიქტის ყველა მონაწილის ძლიერი და სუსტი მხარეები, მათი გავლენის წყაროები და ღია კონფლიქტში თითოეული მხარის მიერ ძალის გამოყენების შესაძლო შედეგები. როგორ უნდა განისაზღვროს კონფლიქტის მონაწილეთა ძლიერი და სუსტი მხარეები, ასევე, როგორ შეიძლება შეიცვალოს კონფლიქტის თითოეული მონაწილის ძლიერი და სუსტი მხარეების ურთიერთშეფარდება?

მორიგი სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზების მცდელობის პერიოდში, 1967 წლის 7 ოქტომბერს, ბოლივიის სპეცდანიშნულების ძალებმა,  იუროს ხეობაში, შეიპყრეს და შემდეგ დახვრიტეს მეოცე საუკუნის რევოლუციის სიმბოლო  ერნესტო ჩე გევარა

რა თქმა უნდა, სასურველია წინასწარ ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ რეპრესიულ ზომებს გამოიყენებს მოწინააღმდეგე დაუმორჩილებლობისა და თანამშრომლობაზე უარის თქმის უკუქმედებისათვის (წინააღმდეგ). მომავალი კონფლიქტის დაგეგმვისას, ასეთი ინფომაციის გათვალისწინება აუცილებელია.

ზოგიერთ შემთხვევაში, ძლიერი წინააღმდეგობის მოძრაობის არსებობისას, მჩაგვრელმა რეჟიმმა შესაძლოა უკიდურესად სასტიკ რეპრესიულ ზომებს მიმართოს. ასევე, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული წინააღმდეგობის ფსიქოლოგიური, სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ზომები, რომელთა გამოყენებაც შეეძლება მოწინააღმდეგეს. უფრო მეტიც, აუცილებელია იმის შეფასება, თუ რამდენად თავისუფალნი და მომზადებულნი არიან ოპოზიციის წევრები თავისუფლებისათვის ბრძოლისათვის, მოწინააღმდეგის მხრიდან რეპრესიული და სხვა საპასუხო ქმედებების მიუხედავად.

ძალადობის გამოყენების გარეშე ბრძოლის ბუნებისა და მექანიზმის სიღრმისეული ცოდნა

ძალადობის გამოყენების გარეშე ბრძოლის მეთოდებს ხშირად კარგად არ იცნობენ, რის გამოც ბევრი რამ არასწორად ესმით. ბევრი, არაძალადობრივ ბრძოლაზე ზერელე წარმოდგენების საფუძველზე და შესაბამისად - მცდარად მსჯელობს. ხშირად ადამიანები დარწმუნებულნი არიან, რომ კარგად ესმით ეს მოვლენა, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარადაა.

 ერთის მხრივ, ძალადობის გამოყენების გარეშე ბრძოლის წარმართვა ძალზედ იოლია. მეორეს მხრივ - უკიდურესად რთული. ეფექტური და გააზრებული სტრატეგიის დასაგეგმავად რაღაც უფრო მეტია საჭირო, ვიდრე ელემენტარული წარმოდგენა ამ მოვლენაზე. ამ მექანიზმის სიღრმისეული გაგების გარეშე შეუძლებელია ბრძოლის არაძალადობრივ მეთოდებზე დაფუძნებული გააზრებული გენერელური სტრატეგიის შემუშავება, ისევე, როგორც გაცილებით მოკრძალებული მიზნების მქონე ცალკეული კამპანიების სტრატეგიებისთვის.

ხუან ევო მორალეს აიმა — ბოლივიელი პოლიტიკური მოღვაწე,ეროვნებით აიმარა 2005 წლის 18 დეკემბერს ბოლივიაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში წარმატებას მიაღწია. 2006 წლის 22 იანვარს ამერიკის კონტინენტზე, ერთ-ერთი ქვეყნის პრეზიდენტი, პირველად გახდა  მკვიდრი მოსახლეობის წარმომადგენელი

ამ მეთოდების შესახებ არასწორი წარმოდგენების გავრცელება ნიშნავს, რომ ის ცალკეული ადამიანი ან/და ჯგუფი, ვისაც გააზრებული აქვს ძალადობის გამოყენების გარეშე ბრძოლის პოტენციალი, გულმოდგინე წინასწარი შესწავლისა და მოსამზადებელი ზომების გარეშე არ შეიძლება დაუყოვნებლივ შეუდგეს მოქმედებას.

ბრძოლის გენერალური სტრატეგიის ან შედარებით მცირე მიზნების მქონე კამპანიების სტრატეგიის დაგეგმვაში დაუყოვნებლივ მონაწილეობის მიღების მცდელობა სასურველი არ არის. იმის სწორად გააზრება, რომ ადამიანს გარკვეულ საკითხებში ცოდნის ნაკლებობა გაგაჩნია, ძალიან სასარგებლოა, რადგანაც ეს არ იძლევა გამარტივებული და სახიფათო წარმოდგენების ფორმირების საშუალებას, რომელთაც პრობლემების წარმოქმნის ხელშეწყობა და კატასტროფამდე მიყვანაც კი შეუძლიათ.

ამ მეთოდების სიღრმისეული გაგების უკმარისობა თითქმის ყველგან იგრძნობა. ინგლისურენოვან პუბლიკაციებში მათი სწორი განმარტება მხოლოდ უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში გამოჩნდა.

მიუხედავად ამ განმარტებების არასრულყოფილებისა, სტრატეგიულ დაგეგმვაში მონაწილეობისათვის აუცილებელი მრავალი ცოდნა დღეს შესაძლებელია მოიძებნოს ინგლისურ ენაზე გამოცემულ ნაშრომებში. სხვა ენებზე ამგვარი ინფორმაცია, გაცილებით იშვიათად გვხვდება. გარდა ამისა, სხვა ენებში პრაქტიკულად არ არსებობს ტერმონოლოგიური ექვივალენტები. ადრე, შესაბამისი ტერმინები და მცნებები ინგლისურ ენაშიც არ იყო სრულად ადეკვატური, ან საერთოდ არ არსებობდნენ. ამან ინგლისურიდან სხვა ენებზე თარგმნა მნიშვნელოვნად გაართულა.

ძალადობის გამოყენების გარეშე ბრძოლის შესახებ ახალი ცოდნის გავრცობისათვის და ამ მოვლენის გაგებისათვის საჭირო გახდა ახალი ტერმინოლოგიის შექმნა და ზოგიერთი განსაზღვრების გადახედვა. ამის წყალობით შესაძლებელი გახდა საკვანძო ცნებებისა და საკითხების უკეთესად ურთიერთგაგების მიღწევა. მნიშვნელოვანი ტერმინების, ასევე ზოგიერთი ძირითადი მასალის თარგმანის მოძიება შესაძლებელია ალბერტ აინშტაინის სახელობის ინსტიტუტის ვებ-გვერდზე.

ძალადობის გარეშე ბრძოლის საკითხებთან დაკავშირებული, აქ რეკომენდირებული პუბლიკაციების უმრავლესობა, ერთ ავტორს ეკუთვნის. სინანულს იწვევს ის ფაქტი, რომ ჩაგვრის წინააღმდეგ არაძალადობრივი ბრძოლის შესახებ თემა ისე არაა შესწავლილი, როგორც ამას საქმე საჭიროებს. რეკომენდირებული ლიტერატურის ჩამონათვალი შედგენილია შინაარსის და არა ავტორების მიხედვით. ჩვენ ვერ მოვახერხეთ იმ ავტორების მოძიება, რომლებიც შინაარსის მიხედვით, სრულად შეესაბამებოდა ამ წიგნში წასაკითხად რეკომენდირებულ პუბლიკაციებს. ამ ჩამონათვალში არმოხვედრილი სხვა, არაძალადობრივ ბრძოლისადმი მიძღვნილი მნიშვნელოვანი გამოკვლევები, ასევე შესაძლებელია იყოს სასარგებლო მომავალში დამატებით საკითხავი მასალის სახით.

აქ რეკომენდირებული ლიტერატურის ჩამონათვალი იქიდან გამომდინარე იქნა შედგენილი, რომ მკითხველი, უპირველეს ყოვლისა, დიქტატურასთან ბრძოლის აღწერილი მეთოდების შემდგომში პრაქტიკულად გამოყენებაშია დაინტერესებული. თუმცა, როგორც ადრე ვთქვით, ეს მასალები ასევე შეიძლება იყოს სასარგებლო მწვავე კონფლიქტებში მონაწილეობის მიღებისათვის მომზადებისას, კერძოდ სოციალური და ეკონომიკური ხასიათის ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლისათვის, უფრო სამართლიანი პოლიტიკური წყობისა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების დამკვიდრების მიზნით.

მასალების ორგანიზებულად შესწავლის წინადადებამ იმ მომენტში, როდესაც ადამიანი დარწმუნებულია, რომ ის უკვე მზად არის მოქმედებისათვის, შეიძლება გამოიწვიოს გაოცება და გაღიზიანებაც კი. ეს ჩვეულებრივი რეაქციაა, რომელიც არა ერთხელ იქნა შემჩნეული.

ადამიანები, რომლებიც განიხილავენ მომავალში არაძალადობრივი ბრძოლის მეთოდების გამოყენებას, თვლიან, რომ საკმაოდ კარგად ესმით ეს მეთოდები და ამიტომაც შეუძლიათ არ დახარჯონ დრო დამატებითი ლიტერატურის კითხვაზე. თუმცა, იშვიათი გამონაკლისის გარდა, რეალობა სულ სხვაგვარად გამოიყურება.

ამგვარი დამოკიდებულებასა და ქცევას, საუკეთესო შემთხვევაში, მივყავართ არაადეკვატურ სტრატეგიულ დაგეგმვამდე, ხოლო უარეს შემთხვევაში - კატასტროფულ შედეგამდე.

მხარდაჭერა გარედან

ხანდახან, იგრძნობს რა არაძალადობრივი ბრძოლის მეთოდების შესახებ საკუთარი ცოდნის უკმარისობას, ოპოზიცია მიმართავს გარეშე ძალებს კონსულტირებისა და ინსტრუქციებისათვის. ამგვარი რესურსი შეიძლება იყოს როგორც ცალკეული ადამიანი, ისევე ჯგუფი, რომლებიც მზად არიან აღმოუჩინონ დახმარება და გაუწიონ კონსულტაციური მხარდაჭერა.

თუმცა, მსგავსი დახმარების მიღება, ხანდახან, შეიძლება ფარულად ისეთივე საფრთხეს შეიცავდეს, როგორც კონფლიქტში არაძალადობრივი ბრძოლის მეთოდების შეყვანა მათი სიღრმისეული გაცნობიერების გარეშე. გარე ძალების წარმომადგენლებს, შესაძლოა არსებული კონფლქტური ვითარების, მიმდინარე პოლიტიკური სურათის, ისტორიული წინაპირობების შესახებ არანაირი ან ძალიან მწირი ცოდნა და წარმოდგენა გააჩნდეთ. უფრო მეტიც, გარე რესურსებს, ხშირად თავად არაძალადობრივი მეთოდებით ბრძოლის მოვლენაც ყოველთვის კარგად არ ესმით. მათი ხელმძღვანელობა შესაძლოა არაგონივრული და გაუაზრებელი აღმოჩნდეს, რამაც საბოლოოდ მარცხი და დიდი მსხვერპლიანობა გამოიწვიოს.

გარდა ამისა, გარედან დახმარების მიღებისას, ოპოზიციის წევრებმა შეიძლება დაკარგონ საკუთარი ძალების რწმენა. ადამიანი, რომელიც საკუთარი პრობლემის გადასაწყვეტად რეკომენდაციას სხვისგან იღებს, მასზე დამოკიდებული რჩება.

 ამის გარდა, ზოგიერთ შემთხვევაში, გარეშე ძალის სურვილი აღმოუჩინოს დახმარება მართვაში, შესაძლებელია გამოწვეულ იყოს, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი მიზნების მისაღწევად, და არა ჩაგრული მოსახლეობის პრობლემების გადასაწყვეტად. ზოგიერთ შემთხვევაში, გარე ძალებისადმი კონსულტაციისათვის მიმართვისას, ოპოზიციამ შესაძლოა დაკარგოს ბრძოლის მსვლელობაზე კონტროლი და ის გარე ძალას დაუთმოს. მცდარ და არაფერზე დაფუძნებულ რჩევას დიდი ზიანის მიყენება შეუძლია.

გარე ძალამ, შეიძლება ოპოზიციის მონაწილეებს, რომლებიც განიცდიან ფინანსურ სიდუხჭირეს, ფინანსური დახმარება შესთავაზოს. მსგავს შემთხვევებში უკიდურესი სიფრთხილის გამოვლენაა საჭირო.

ფინანსური დახმარების გაწევა შეუძლია ცალკეულ ადამიანს, ორგანიზაციას ან რომელიმე სხვა ქვეყნის სპეცსამსახურსაც. მოგვიანებით შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ფინანსური დახმარება, ამა თუ იმ სახის, მართვის ბერკეტად იქცა. გარედან დახმარებაზე თანხმობით, ოპოზიცია კარგავს შესაძლებლობას დამოუკიდებლად განსაზღვროს მოქმედების მსვლელობა. გარედან მართვაზე წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, შესაძლოა ფინანსური დახმარება შეწყდეს. თუ ფინანსური დახმარება რომელიმე სხვა ქვეყნის სპეცსამსახურიდან მოდის, ამ ქვეყნის ხელმძღვანელობის მიერ პოლიტიკური კურსის ცვლილებამაც შეიძლება ფინანსური დახმარების მყისიერი შეწყვეტა გამოიწვიოს.

უფრო მეტიც, რომელიმე სხვა ქვეყნის სპეცსამსახურის ან მისი ხელისუფლების „ჭუჭყიან თამაშში“ ერთობლივი მონაწილეობის, მათთან დემოკრატიული გამათავისუფლებელი მოძრაობის ნებისმიერი კავშირის შესახებ ინფორმაციის გავრცობის შემთხვევაში, წარმოიქმნება ეჭვები მიზნების ორაზროვნებაში და თავად მოძრაობა უკიდურესად მოწყვლადი გახდება. ოპოზიციის რომელიმე სპეცსამსახურის მიერ დაფინანსების ფაქტის გამოაშკარავებას შეუძლია ოპოზიციის წევრების რეპუტაციის შელახვა და დისკრედიტირება გამოიწვიოს და ისინი, მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა, მტრული საზღვარგარეთული ხელისუფლების გავლენის იარაღად აღიქვას. ამან გარედან ფინანსირებად ოპოზიციური მოძრაობისათვის, შესაძლოა, გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს.

ყველაფერი ეს ჩვენ საშუალებას გვაძლევს გავიგოთ, თუ რატომ აფრთხილებდა განდი დაჟინებით წინააღმდეგობის მოძრაობის წევრებს გარედან გაწეული ფინანსური დახმარების შემთხვევაში დამოკიდებულ მდგომარეობაში აღმოჩენის საფრთხის შესახებ.

სიღრმისეული ცოდნის ძიებაში

მომავალი არაძალადობრივი მეთოდებით ბრძოლისათვის სტრატეგიის დაგეგმვის მცდელობა შესაბამისი მომზადებისა და ცოდნის გარეშე შეიძლება შევადაროთ ახალგაზრდა, გაბედული სტუდენტის მოქმედებას, რომელიც მიდის ქიმიურ ლაბორატორიაში და ქიმიის სახელმძღვანელოების წინასწარი გაცნობის გარეშე, მისთვის უცნობ ნივთიერებებს ერთმანეთში ალალბედზე ურევს. არაძალადობრივი ბრძოლის მეთოდების ბუნების სიღრმისეული გაგების გარეშე ნებისმიერი რეკომენდაციები, რომელიც ეხება გარკვეულ მიმართულ მოქმედებას, დიდი ალბათობით, ოპოზიციურ მოძრაობას დიდ ზიანს მოუტანს.

ბრძოლის არაძალადობრივი მეთოდების შესახებ ცოდნის გავრცელებისას აუცილებელია ვიხელმძღვანელოთ ჰიპოკრატეს ფიცში ასახული სამედიცინო ეთიკის მსგავსი პრინციპით - ნუ ავნებ. იმისათვის, რომ ამ პრინციპს არ გადაუხვიო, უნდა გესმოდეს თუ რომელ ფაქტორს აქვს ნეგატიური გავლენა ძალადობის გამოყენების გარეშე ბრძოლაზე.

არაძალადობრივი ბრძოლის მეთოდების სიღრმისეული გაგების მიღწევისათვის, განსაკუთრებული ყურადღება ამ მეთოდების შესახებ არსებული მასალების შესწავლას უნდა მივაქციოთ. ქვევით მოყვანილი მასალები იმ თანმიმდევრობითაა მოწოდებული, რა თანმიმდევრობითაცაა სასურველი მათი წაკითხვა. მიზანშეწონილი არ არის მათი შერჩევით წაკითხვა, კითხვის თანმიმდევრობის შეცვლა, რომელიმე მასალის გამოტოვება ან მისი სხვა მასალით ჩანაცვლება. შემდგომში შეიძლება სხვადასხვა დამატებითი წყაროების ნახვაც, მაგრამ არა აღნიშნული კურსის მომენტში. თუ სხვა ავტორი მითითებული არ არის, მოცემული მასალები ჯინ შარპს ეკუთვნის.

დიქტატურასთან ბრძოლის რეალური მეთოდების გამოკვლევა: ნახეთ „დიქტატურიდან დემოკრატიისაკენ“ გვ. 1-90.

ლიტერატურის ჩამონათვალი შემდგომი შესწავლისათვის

არაძალადობრივი ბრძოლის მეთოდების დაწვრილებითი ანალიზი: ნახეთ რობერტ ლ. ჰელვეი On Strategic Nonviolent Conflict. გვ 1-45 და 67-86

დაწვრილებით - ძალადობის გამოყენების გარეშე კონფლიქტის პირობებში ბრძოლის წარმართვის შესახებ: ნახეთ Waging Nonviolent Struggle, გვ 13-65, 359-430

სტრატეგიული დაგეგმვისა და მოქმედების მეთოდების შერჩევის შესახებ ლიტერატურის ჩამონათვალი

სტრატეგიული დაგეგმვის შესავალი კურსი: ნახეთ The Politics of Nonviolent Action, გვრდ. 492-495; Waging Nonviolent Struggle გვდ. 433-266; რ.ლ. ჰალვეი On Strategic Nonviolent Conflict გვრ. 87-99

გავლენის წყაროების ჩამოშორების შესახებ: ნახეთ The Politics of Nonviolent Action 11-12 და 744-755 გვერდები

 პოლიტიკური ძალების გადანაწილების შესახებ: Waging Nonviolent Struggle 423-430 გვერდები.

 სტრატეგიის მომზადების სახელმძღვანელო: The Politics of Nonviolent Action გვრდ. 495-510 და Waging Nonviolent Struggle გვრდ 433-508

ჩაგვრის რეჟიმის დამხობის ხერხების გამოკვლევა მინიმალური დანაკარგებითა და მაქსიმალური ეფექტურობით: Social Power and Political Freedom გვრდ. 161-179

არასამთავრობო ორგანიზაციების მიშვნელობის შესახებ: Social Power and Political Freedom გვრდ. 21-67

არაძალადობრივი ბრძოლის მეთოდებისა და საზოგადოების სტრუქტურის ურთიერთკავშირის ანალიზი: Social Power and Political Freedom გვრდ.

არაძალადობრივი ბრძოლის დამატებითი ასპექტების გამოკვლევა: რ. ლ. ჰელვეი On Strategic Nonviolent Conflict. გვდ. 101-143

ეს მასალები ღირებული ცოდნის მიღების საშუალებას იძლევა, რაც დაეხმარება მოწინააღმდეგესთან ბრძოლის სტრატეგიის შემუშავებას მაშინაც კი, თუ მისი პოზიციები ძალიან ძლიერია. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოწინააღმდეგე ძალაუფლებასა და გავლენას ბრძოლის გარეშე დათმობს. მსგავს ვითარებაში კარგად გააზრებულ მოქმედებას შეუძლია წარმატების შანსები მნიშვნელოვნად გაზარდოს და დანაკარგები მინიმუმამდე დაიყვანოს.

ითვლება, რომ ოპოზიციის გეგმები, თუნდაც ნაწილობრივ, სტრატეგიული შეფასების საფუძველზე უნდა შემუშავდეს. ძალადობრავი მოქმედებების გარეშე, დიდი კონფლიქტის დროს, მხარეთა სიძლიერის პოტენციალი და მათ მიერ რეალურად მობილიზებული ძალების თანაფარდობა მუდმივად იცვლება.

ამასთან დაკავშირებით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს მოწინააღმდეგე მხარეს. მას შემდეგ, რაც მხარეთა რეალური ძალების შეფარდება შეიცვლება, მიზანშეწონილია შესრულდეს ახალი სტრატეგიული შეფასება კონფლიქტის შემდეგი ფაზისათვის, მოქმედების გეგმის შესამუშავებლად.

 სხვა საშუალებებთან შედარებით, ძალადობის გამოყენების გარეშე ბრძოლის კარგად მოფიქრებული სტრატეგიული გეგმა იძლევა მეტ შანსს თავისუფლების მისაღწევად, რადგანაც ამ მეთოდის გამოყენებით ბრძოლის ეფექტური საშუალების შესახებ ინფორმაციის გავრცობა მოსახლეობის ყველა ფენაშია მოსახერხებელი. გარდა ამისა, არაძალადობრივი ბრძოლის ბუნებაში, სულ მცირე, ორი დადებითი მოვლენის გამოკვეთაა შესაძლებელი:

  • მოსახლეობა ბრძოლის ამ მეთოდის გამოყენებისას იღებს გამოცდილებას, რომლის მეშვეობითაც, სიფრთხილის დაცვით, შესაძლებელია შევიწროებებთან ბრძოლა როგორც აწმყოში ისე მომავალში.
  • არაძალადობრივი ბრძოლის მეთოდების გამოყენება ძალთა კონცენტრირების საშუალებას იძლევა და სახელმწიფოსაგან დამოუკიდებელი, საზოგადოებრივი ინსტიტუტების ჩამოყალიბებას ეხმარება. ამგვარი ინსტიტუტებსა და ადამიანთა ჯგუფებს შეიძლება დავარქვათ „ძალის ცენტრები“, ანუ წერტილები, სადაც ხდება ძალების კონცენტრირება, და საიდანაც შესაძლებელია ამ ძალების მიმართვა სხვადასხვა პრობლემების გადასაწყვეტად. აუცილებლობის შემთხვევაში ეს ინსტიტუტები შეიძლება გამოყენებულ იქნას ორგანიზებული წინააღმდეგობის მოძრაობის ბაზად. ცალკეული ადამიანების საპროტესტო და დაუმორჩილებლობის აქციები მათი კეთილშობილებისა და გმირული თავდადების დამადასტურებელია, მაგრამ ჩაგვრისაგან გათავისუფლებისათვის წარმატებით საბრძოლველად კოლექტიური წინააღმდეგობისა და დაუმორჩილებლობის აქტებია აუცილებელი.

აქ, სასურველი იქნებოდა მკითხველის გაფრთხილება - ეფექტური სტრატეგია, მოცემული მასალის შესწავლის შემდეგ, თავისით არ აღმოცენდება. მკაფიო თანმიმდევრობით წარმოდგენილი ეს წყაროები შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს, მაგრამ მათი მხოლოდ წაკითხვა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ მკითხველი გააზრებული სტრატეგიული გეგმის შექმნას შეძლებს. ამისათვის რაღაც უფრო მეტია საჭირო.

სტრატეგიული აზროვნებისა და დაგეგმვისათვის აუცილებელი უნარები

მას, ვისაც ჩაგვრის რეჟიმის დასამარცხებლად გააზრებული სტრატეგიის შემუშავება სურს, საკუთარი უნარები შემდეგი მიმართულებებით მუდმივად უნდა დახვეწოს:

  • აუცილებელია სტრატეგიის შემუშავების შესახებ რეკომენდირებული ნაშრომების შესწავლა.
  • აუცილებელია დამოუკიდებელი აზროვნების უნარის ქონა და მოქმედებების გულმოდგინედ დაგეგმვა.
  • აუცილებელია იყო მზად საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებისათვის.
  • აუცილებელია სტრატეგიული აზროვნების უნარის განვითარება და მოქმედი სტრატეგიების შემუშავება.

სხვა სიტყვებით, აუცილებელია მოვიფიქროთ, როგორ უნდა მოქმედებდეს ოპოზიცია, რომ ეს ნამდვილად უწყობდეს ხელს მიზნის მიღწევას. ყველა ეს სამუშაო ტარდება დიქტატორულ ან სხვა მმართველ რეჟიმთან ბრძოლის პირობებში, რომელიც, დიდი ალბათობით, მოისურვებს მიმართოს მკაცრ რეპრესიულ ზომებს და თავისუფლად შეძლებს ამის განხორციელებას.

 „სტრატეგიული აზროვნება“ გულისხმობს რეალური მოქმედების გეგმის შემუშავების უნარს, რომელიც საშუალებას იძლევა ვითარება შეცვალოს იმგვარად, რომ დასახული მიზნის მიღწევას მაქსიმალურად მიუახლოვდნენ. ეს უბრალოდ განცხადება არ არის საკუთარი სურვილის შესახებ ამ მიზნის მისაღწევად ან ოპოზიციის რიგებისათვის თავის მისაკუთვნებლად.

ხანგძლივვადიანი მიზნების რეალიზების გეგმის შემუშავება მოიცავს კონკრეტული შესაძლო მოქმედებების შესწავლას, რომელიც დასახული მიზნის მიღწევასთან მიახლოების საშუალებას იძლევა. ხანგძლივვადიანი გენერალური სტრატეგიის დაგეგმვისას აუცილებელია დიდი ყურადღება დაეთმოს ამ პერიოდის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის ცალკეულ კამპანიას.

ამგვარი გეგმა უნდა მოიცავდეს შემდეგ პუნქტებს:

ა) როგორ უნდა დაიწყოს ხანგძლივვადიანი კონფლიქტი.

ბ) როგორ განვითარდება მოვლენები.

გ) როგორი შუალედური სტრატეგიები და ცალკეული ვიწრო მიმართულების მქონე კამპანიებია საჭირო მთავარი მიზნის მისაღწევად.

სტრატეგიული აზროვნება ასევე გულისხმობს, მოწინააღმდეგის და ნებისმიერი სხვა ჯგუფის საპასუხოდ, რომლებიც ცდილობენ არ დაუშვან არაძალადობრივი მეთოდების ბრძოლის წარმატებით დასრულება, საწინააღმდეგო ქმედებების შემუშავებისა და განხორციელების შესწავლას.

 

Aburjga Tasmanieli 1963 წელს ჩეგევარა და ფიდელ კასტრო ყაზახეთში ერთად ესტუმრენ სამამულო ომის გმირს, მოსკოვის სახელგანთქმულ დამცველს ბაურჟან მამიშულის!
4 წლის უკან