აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა

აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა

აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 100 ათასს გადააჭარბა. ინფორმაცია ამის შესახებ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის აშშ-ში კორონავირუსი 104 661 ადამიანს დაუდგინდა, მათგან 1706 გარდაიცვალა, 890 კი განიკურნა. შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილს მსოფლიოში იტალია (86 498), მესამეს ჩინეთი (81 946), მეოთხეს კი ესპანეთი (65 719) იკავებს.

რაც შეეხება გარდაცვლილებს, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ იტალიაში ფიქსირდება, სადაც კორონავირუსმა უკვე 9 134 ადამიანი იმსხვერპლა. იტალიას მოჰყვება ესპანეთი (5 138), ჩინეთი (3 299) და ირანი (2 378).

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.