ჩრდილოეთ მაკედონია ნატოს 30-ე წევრი ქვეყანა გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო „თავისუფლება“ ავრცელებს.
ქვეყნის პრეზიდენტმა, სტევო პენდაროვსკიმ შესაბამის დოკუმენტს ხელი 20 მარტს მოაწერა. გაწევრიანების პროცესის ოფიციალური დასრულება ბალკანურ ქვეყანას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მიულოცა.
„კეთილი იყო ნატოში თქვენი გაწევრიანება! ეს გრძელი გზა იყო, თუმცა თქვენმა მუშაობამ შედეგი გამოიღო. ფორმალური პროცედურები დასრულებულია და მოხარულები ვართ, ალიანსის 30-ე წევრს მივესალმოთ“, - წერს სტოლტენბერგი.
ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანების პროცედურის დასრულება აპრილში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე იგეგმებოდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო მისი ჩატარება საფრთხის ქვეშ დადგა.
თებერვალში ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტმა მხარი დაუჭირეს ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას. ნატოს წევრ ქვეყნებს შორის ჩრდილოეთ მაკედონიისთვის წევრობის მინიჭებას ბოლოს მხარი ესპანეთმა დაუჭირა.ჩრდილოეთ მაკედონია ნატოს 30-ე წევრი ქვეყანა გახდა.