აშშ-მა ვენესუელის ე.წ. პრეზიდენტს ნიკოლას მადუროსა და ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირებს ბრალდება წაუყენა ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში გაკეთდა.
ამასთანავე აშშ-მა 15 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო დააწესა ინფორმაციისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს ნიკოლას მადუროს დაკავებას.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ ვენესუელელი ხალხი იმსახურებს გამჭვირვალე, პასუხისმგებელ და წარმომადგენლობით მთავრობას, რომელიც ხალხის საჭიროებებზე ზრუნავს.