სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსისგან პირველი 2 პაციენტი გარდაიცვალა

სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსისგან პირველი 2 პაციენტი გარდაიცვალა

სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსისგან პირველი 2 პაციენტი გარდაიცვალა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი, 1000-ს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

„დღეს ჩვენ, სამხრეთ აფრიკელებმა სამწუხარო ამბით გავიღვიძეთ. კორონავირუსისგან გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა“, - განაცხადა ბრიფინგზე ჯანმრთელობის მინისტრმა.

ორივე შემთხვევა დასავლეთ კეიპის სამხრეთ პროვინციაში მდებარე საავადმყოფოებში მოხდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, სამხრეთ აფრიკაში 3-კვირიანი კარანტინია გამოცხადებული, რათა მაქსიმალურად მოხდეს კორონავირუსის გავრცელების პრევენცია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.