აზერბაიჯანში კორონავირუსით გარდაცვალების მეორე ფაქტი დადასტურდა. ექიმების ინფორმაციით, მას ქრონიკული დაავადებებიც ჰქონდა.
ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ირანთან საზღვარი 20 აპრილამდე ჩაკეტა. ამასთან, გადადებულია რელიგიურ დღესასწაულებთან დაკავშირებული ფესტივალები.
აზერბაიჯანში ინფიცირების 93 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 10 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.