ტკბილი სამარხვო ღვეზელი

ტკბილი სამარხვო ღვეზელი

ცომისთვის ვურევთ შაქარს, ზეთს, ფორთოხლის წვენსა და ლიმონის ცედრას ერთად და ბოლოს ვამატებთ ფქვილს. მნიშვნელოვანია, რომ  ნელ-ნელა და კარგად მოვზილოთ ცომი, რადგან აუცილებელია, რომ ცომი გამოვიდეს ელასტიური.

შიგთავსისთვის ერთ ჯამში ვათავსებთ გახეხილ ვაშლს, ქიშმიშს, შავ შაქარს, ნიგოზსა და დაიჩინს და ვურევთ კარგად ერთმანეთში. ვიღებთ ცომის ნაჭერს ერთი დიდი კვერცხის ზომისას და ფქვილმოყრილ დაფაზე ვშლით მრგვალ ფორმებად.

გაშლილ ცომს დავადებთ გულში 1ს.კ. შიგთავსს, გადავკეცავთ და ჩანგლის დახმარებით ბოლოებზე დავაწვებით.

შემდეგ ღვეზელებს დავაწყობთ საცხობ ქაღალდზე და შევდგავთ გახურებულ ღუმელში 30' 180გრადუსზე. ცოტა რომ გაგრილდება, მოვაყრით შაქრის პუდრას.

ინგრედიენტები:

500გ. ფქვილი,

1/3 ჭიქა შაქარი,

½ ჭიქა მზესუმზირის ზეთი,

1 ჭიქა ფორთოხლის წვენი,

3 ს.კ. კონიაკი,

ფორთოხლის და ლიმონის ცედრა,

2  ს.კ. დარიჩინი.

შიგთავსი:

4-5 გახეხილი ვაშლი,

1 ჭიქა ქიშმიში,

½ ჭიქა ყავისფერი (შავი) შაქარი,

1 ჭიქა დატეხილი ნიგოზი,