ჩრდილოეთ კორეამ მოკლე მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტები გამოსცადა. ინფორმაციას ამის შესახებ სამხრეთ კორეის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით BBC ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ორივე რაკეტამ 410 კილომეტრი იფრინა და იაპონურ ზღვაში დაეცა. იაპონიის სანაპირო დაცვაში რაკეტების გაშვება დაადასტურეს და განაცხადეს, რომ ორივე რაკეტა იაპონიის ეკონომიკური ზონის ფარგლებს გარეთ დაეცა.
მიმდინარე წლის 13 იანვარს ვაშინგტონმა ფხენიანს ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების გაგრძელება შესთავაზა.
აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის დენუკლეარიზაციაზე მოლაპარაკებები ჩიხში გასული წლის თებერვალში, ვიეტნამში დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ შევიდა. ორივე მხარე განიხილავს ნაბიჯებს დაძაბულობის განსატვირთად. კიმ ჩენ ინი ბირთვული და შორი მანძილის რაკეტების ტესტირებაზე მორატორიუმის დაწესების სანაცვლოდ მოითხოვს, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ ჩრდილოეთ კორეისთვის დაწესებული სანქციები გააუქმოს.