აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩინეთი კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის დამალვაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ამის გამო ახლა მთელი მსოფლიო იტანჯება.
„მისი შეჩერება შესაძლებელი იყო. საკმაოდ ადვილად შევძლებდით მის შეჩერებას, რომ გვცოდნოდა, ყველას რომ სცოდნოდა მის შესახებ რამდენიმე თვით ადრე, ვიდრე ინფორმაცია გაჟღერდა. სამწუხაროდ, მათ გადაწყვიტეს, რომ ეს არ გაესაჯაროებინათ და ამიტომ ახლა მთელი მსოფლიო იტანჯება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.