კალიფორნიის შტატის გუბერნატორმა კორონავირუსის გამო ბრძანება „დარჩი სახლში“ გასცა, რომელიც შტატის მოსახლეობას აუცილებელი საჭიროების გარეშე გარეთ გასვლას უკრძალავს.
გევინ ნიუსომის განმარტებით, ბრძანება ძალაში დღეს საღამოს შევა. მან იმედი გამოთქვა, რომ მოსახლეობა ამ საკითხს პასუხისმგებლობით მოეკიდება და წესებს არ დაარღვევს.
ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსს 217 ადამიანი ემსხვერპლა, 14 366 კი დაინფიცირებულია.