რუმინეთის ხელისუფლება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს. მთავრობის მიერ შემოღებული რეგულაციების დამრღვევებს 3 წლით თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან.
სხვა ადამიანების დაინფიცირების შემთხვევაში კარანტინის დამრღვევებს 5 წლამდე პატიმრობა ელით. იმ შემთხვევაში კი, თუ ინფიცირება სხვა ადამიანის სიკვდილს გამოიწვევს, ინფექციის გადამდებ პირებს 15-წლიან პატიმრობას მიუსჯიან.
როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ლუდოვიკ ორბანი აცხადებს, ხელისუფლება მოქალაქეების მხრიდან უპასუხისმგებლობას არ შეეგუება. რუმინეთში დღეისათვის კორონავირუსის 277 შემთხვევაა გამოვლენილი. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.