კორონავირუსის შემოტევამ მხოლოდ დროებით ჩააცხრო პოლიტიკური ბატალიები. ოპოზიცია ხვდება, რომ ასეთ სიტუაციაში, აქცია-პერფორმანსებით და დესტაბილიზაციის სხვა მცდელობებით, უფრო საკუთარ თავს ავნებს ვიდრე ხელისუფლებას. თუმცა, როგორც კი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მეტ-ნაკლებად დარეგულირდება, პოლიტიკური პროცესები განახლდება.
ამ პროცესში ერთ-ერთი ფაქტორი იმ „ტრანზიტული“ ოპოზიციური კოალიციის ბედია, რომელიც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეიქმნა და ერთმანეთის ოპონენტები ერთ მაგიდასთან დასხა. სწორედ ამ „ტრანზიტულმა კოალიციამ“ შეასრულა არცთუ უკანასკნელი როლი იმაში, რომ საქართველოს სტრატეგიულმა პარტნიორებმა, ფაქტობრივად, მათი მხარე დაიჭირეს ხელისუფლებასთან დავაში საარჩევნო სისტემასა თუ სხვა საკითხებზე.
„ტრანზიტული კოალიცია“ ყველაფერს აკეთებს, რომ საზოგადოებაში შექმნას განცდა, თითქოს საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა „ქართული ოცნება“ გაწირეს და მას სხვა არაფერი დარჩენია ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარების გარდა.
დემოკრატიულ სახელმწფოებში, სადაც ხელისუფლებების ცვლილება და რიგითობა ჩვეულებრივი მოვლენაა, არსებული ხელისუფლების მოსალოდნელ წასვლას ყოველთვის თან ახლავს სხვა პოლიტიკური მოთამაშეების გააქტიურება -პარტიები, საპარლამენტო ფრაქციები, მინისტრები, ბიზნესს წრეები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია, ანუ ერთი სიტყვით პოლიტიკური ელიტები იწყებენ შესაძლებლობების ფანჯრის ძებნას. ეს ფანჯარა მათ იმისათვის სჭირდებათ, რომ ხელისუფლების ცვლილებების შემდეგ თამაშგარე მდგომარეობაში არ აღმოჩნდნენ, საკუთარი გავლენები და პოზიციები არ დათმონ და თუ შესაძლებელია გააძლიერონ კიდეც იმ პოლიტიკურ ძალასთან საერთო ენის გამონახვით, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლის საუკეთესო შანსები აქვს. დასავლურ პოლიტიკურ ლექსიკონში ამის შესაბამისი ტერმინიც კი მოიგონეს „climb on the bandwagon“ -ანუ წარმატებულის მატარებელზე შეხტომა.
როგორც ჩანს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ იმდენად დააჯერეს წვრილი ოპოზიციური პარტიები, რომ „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებიდან წასვლა მოუწევს და ძალაუფლებას სწორედ „ნაციონალები“ დაეუფლებიან, რომ წვრილ პარტიებს უჭირთ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მოწყობილი პოლიტიკური საფიხვნოს დატოვება. ეტყობა იმედოვნებენ, რომ გაწეული სამსახურის სანაცვლოდ „ნაციონალები“ თავიანთი ნასუფრალიდან რაღაცას გადმოუგდებენ. ალბათ, იგივეს ფიქრობს სამოქალაქო სექტორის ის ნაწილიც, რომლის ლიდერებიც პოლიტიკაში მოსვლას ლამობენ.
არ არის გამორიცხული, რომ დღეს მოქმედი მინისტრები, მათი მოადგილეები და ბიუროკრატიული აპარატის საშუალო თუ ქვედა რგოლების წარმომადგენლებიც სამომავლოდ თადარიგის დაჭერას ცდილობდნენ.
ეს ყველაფერი გარდამავალი და ნედლი დემოკრატიის დამახასიათებელი პროცესია, როდესაც, სწორედ, ხელისუფლების მოსალოდნელი ცვლილების პროცესში ხდება დაქსაქსული ჯგუფების შეკავშირება. თუმცა, სამართლიანობისათვის ისიც უნდა ითქვას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავადაც „იზრუნა“ იმაზე, რომ დაპირისპირებული პარტიები ერთ მაგიდასთან აღმოჩენილიყვნენ.
დღეს მმართველი პარტია ცდილობს, დაანახოს მომცრო პარტიებს, რომ სწორედ ის არის მიზიდულობის ცენტრი, მასთან სჯობს მოლაპარაკება და გარიგება სამომავლო პოლიტიკურ კოალიციაზე, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და „ევროპულ საქართველოსთან.“ უნდა ითქვას, რომ მიუხედავად აშშ-დან და ევროპიდან მიღებული დარტყმებისა, „ქართული ოცნების“ პოზიციები არც ისე სუსტია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება ვინმეს მოეჩვენოს. პარტია ლიდერობს ბოლო დროს ჩატარებულ პრაქტიკულად ყველა სოციოლოგიურ გამოკითხვაში.
ქართულ ელიტებს შორის შეთანხმების მიღწევა რთულია, რადგანაც ჰიპერტროფიულია პერსონალური ფაქტორი. სხვებზე უფრო გავლენიანი და ქარიზმული პოლიტიკური ლიდერი ყოველთვის ცდილობს, ერთგვარი არბიტრის როლში მოგვევლინოს და კოალიციაში შემავალ სხვა ლიდერებს თავიანთი ადგილი მიუჩინოს. ოპოზიციურ კოალიციაში ასეთ ფიგურად გვევლინება მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მიუხედავად ფორმალური დისტანცირებისა, ერთი წუთითაც არ უშვებს ხელიდან მართვის სადავეებს. ერთი შეხედვით სააკაშვილის ფაქტორი, კოალიციის კონსოლიდაციას უწყობს ხელს, თუმცა მეორე მხრივ კოალიციის ცალკეულ წევრებს არ სურთ, რომ ამომრჩეველი მათ სააკაშვილის მარიონეტებად აღიქვამდეს.
ზოგადად, ხელისუფლების წინააღმდეგ ან ხელისუფლების ტრანზიტის წინაპერიოდში ელიტებს შორის კოალიციების შექმნა საქართველოს პოლიტიკური ცხოვრებისათვის სიახლეს არ წარმოადგენს. ამის მაგალითები ჩვენ 1991, 2003 და 2012 წლებში ვიხილეთ, როდესაც ადგილობრივმა ელიტებმა შეძლეს განსხვავების დროებით გვერდზე გადადება და ხელისუფლების ცვლილებისათვის გაერთიანება.
2020 წელს, არჩევნებამდე 6 თვით ადრე, ჯერ კიდევ რთულია მტკიცებით ფორმაში საუბარი იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ელიტების სრული კონსოლიდაცია მოხდა. ეს შეიძლება გამოწვეულია იმითაც, რომ მათ ჯერჯერობით ერთმანეთში ვერ მოილაპარაკეს თითოეულ მათგანასთვის სასურველ პოლიტიკურ მომავალზე.
შესაძლოა ისე მოხდეს, რომ ელიტებს შორის შეთანხმება ვერც შედგეს, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“ მნიშვნელოვანი მოკავშირეების გარეშე დატოვებს. ამ შემთხვევაში, მათ მარტო მოუწევთ რადიკალურ სცენარზე წასვლა, თუკი დარწმუნდნენ, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერ მოდიან. მართალია, დღევანდელი რეალობების გათვალისწინებით, ასეთი სცენარი ნაკლებად მოსალოდნელია, რადგანაც „ხავერდოვანი“ თუ „არახავერდოვანი“ რევოლუციები“ საქართველოში ყოველთვის ელიტების ღია ან მდუმარე მხარდაჭერით ხორციელდებოდა.
ცნობილი პოლიტიკური ეკონომისტები დუგლას ნორტი, ბარი უაინგასტი და ჯონ უოლისი თავიანთ ნაშრომებში მიუთითებენ იმ შემაკავშირებელ „წებოს“ მნიშვნელობაზე, რომელიც უზრუნველყოფს დეპერსონიფიცრებული პოლიტიკური კოალიციების მდგრადობას. საქართველო კი ძალაუფლების ცენტრების მაღალი ხარისხის პერსონიფიკაციის პირობებში ცხოვრობს და მას შემდეგ, რაც კოალიციაში არსებული შემაკავშირებელი „წებო“ - საარჩევნო სისტემა, მიღწეული შეთანხმების მერე დროებით შესუსტდა, დარჩა მხოლოდ პერსონალური ფაქტორი. თუ აშშ-ს საელჩოში გაფორმებული შეთანხმება ჩავარდა, კოალიციის შემაკავაშირებელი „წებო“ აღდგება. თუ შეთანხმება შესრულდა და პროცესები კონსტიტუციურ კალაპოტში ჩადგა, ჩვენი პოლიტიკური კულტურიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, კოალიციის შემაკავშირებელი „წებო“ სწორედ კონკრეტულ ლიდერებს შორის სიტუაციური შეთანხმებები გახდება.
მართალია ამერიკა ქართველ ხალხს როგორც ჩლუნგებს ისე გვიყურებს და იმედიც აააქვს რომ არჩევნებზე მაგათი ჩათლახი ხალხი იგაიმარჯვებს მაგრამ................................................................................. ჩააააფურთხონ!!!!!!!!!!!!!!!!!!!....
მაგ გოთვერნებზე მეტს დაჟე ინაშვილი მოაგროვებს ........ ოცნებაზე ხომ აღარააა საუბარი
ჯამში მაგ სადისტებმა ჰაააა .... ჰააააა ..... 15% მოაგროვონ, ხოლო თუ ყველა ფანდარასტს დაიმატებენ(ანუ გაერთიანდებიან) მაშინ შეიძლება ---- 20%