„ნაციონალურ მოძრაობასთან“ გარიგება და მორიგება კარგად არასდროს არ მთავრდება“

„ნაციონალურ მოძრაობასთან“ გარიგება და მორიგება კარგად არასდროს არ მთავრდება“

საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების შემდეგ, ღიად რჩება კიდევ ერთი საკითხი - პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რაზეც ჯერ კიდევ მიდის დავა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. შეხვედრიდან გამოსული ოპოზიცია ირწმუნებოდა, რომ პოლიტპატიმრების საკითხი გადაწყდა. არსებობს შეთანხმება, რომ პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან, საქმეები, რომელიც წარმოებულია პოლიტიკური ზეწოლის მიზნით, შეწყდება. მიუხედავად არსებული განცხადებებისა, პოლიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ მსგავს საკითხზე შეთანხმება არ ყოფილა. ყოფილი სახალხო დამცველი, ნანა დევდარიანი for.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ პოლიტპატიმრების საკითხზე, შეთანხმების ტექსტში საუბარი არსად არ არის.

- ასეთი რამ ტექსტში არსად არ ფიგურირებს, თუმცა, ოპოზიცია აპელირებს, რომ შეთანხმება შედგა. რამდენად არაკეთილსინდისიერი ძალაა „ნაცმოძრაობა“ და მასთან მიტმასნილი პარტიები, ეს არაერთხელ გამოჩნდა. საქმე ისაა, რომ ჩვენ ვხედავთ ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომების კასკადს, ეს იქნებოდა უგულავას გამოშვება, მერე ისევ უკან შებრუნება, პროპორციულ არჩევნებზე ლაპარაკი და მერე მაჟორიტარებზე გადაბრალება, ნამდვილად არასერიოზული სახე ჰქონდა ამ ყველაფერს და დანარჩენი პროცესებიც ამის გაგრძელებაა. ერთ მხარეს არის ხელისუფლება, რომელიც ვერ ითვალისწინებს რა შედეგი შეიძლება დადგეს და მეორე მხარეს არის უტიფარი ოპოზიცია, რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი და მზადაა, რაც ჩადენილი აქვს, ის შენ დაგაბრალოს. ასთ ვითარებაში, როცა ხელისუფლება მიზანმიმართულად, თავისი ფეხით შედის ჩიხში, იქ ლაპარაკი ძალიან რთულია.

გიგი უგულავას საკითხზე საუბარი, ფაქტია, აქტიურად მიდის, არ არის გამორიცხული, რომ პრეზიდენტმა შეიწყალოს იგი...

- როცა, თითქმის, 50 მილიონის გაფლანგვაზეა ლაპარაკი, იქ გინდა პოლიტიკოსი იყავი და გინდა ვეტერინარი, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მეორე საკითხია, რა უმჯობესი იქნებოდა - უგულავას დაკისრებოდა მატერიალური ზარალის ანაზღაურება, თუ წასულიყო ციხეში? როდესაც მძიმე დანაშაულზეა ლაპარაკი, იქ სასჯელი უნდა იყოს გარდაუვალი, რაც მაგალითად, პატიმრების წამებას და ადამიანების დახოცვას შეეხება და, რაც ნაციონალების ხელისუფლებას არაერთხელ აქვს ჩადენილი. ის უმძიმესი დანაშაულია და სასჯელიც შესაბამისი უნდა იყოს, მაგრამ სადაც მატერიალურ ზარალზეა საუბარი, იქ ყოველთვის ჯობია ზარალი აანაზღაურებინო. ასე რომ, უგულავა პოლიტპატიმარი ნამდვილად არ არის.

რა მიიღო ამ შეთანხმებით ხელისუფლებამ და რა მიიღო ოპოზიციამ, რომელს მეტი შანსი აქვს წარმატებისთვის?

- ამ 30 პარტიას გამარჯვების შანსები რომ არ აქვს, გამოჩნდა მათი საპროტესტო აქციებით - იძახი, რომ 800 ათასი მხარდამჭერი გყავს და აქციაზე ათასზე მეტი კაცი ვერ გამოგყავს, ეგ უკვე დიაგნოზია. მეორე საკითხია ერთმანეთში გარიგებით რა ხდება. ოპოზოცია აშანტაჟებს ხელისუფლებას, რომ ჩვენ რასაც მოვითხოვთ, ის მოგვეცი, თორემ არ ვაღიარებთ არჩევნებსო. ე. ი. მაგათ აღიარებაზე ყოფილა დამოკიდებული ჩვენი ხვალინდელი დღე. მეორე მხარე კიდევ ამბობს, რომ თუ ჩვენ არ მოვალთ, მაშინ მოვლენ ესენი, სადღაც ხომ უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი, ხომ უნდა დაესვას წერტილი.

ალტერნატიულ ძალას თუ ხედავთ, ვინ შეიძლება ეს ფუნქცია იტვირთოს?

- „პატრიოტთა ალიანსს“ 20-ზე მეტი აქცია აქვს ჩატარებული და აქციაზე, მინიმუმ, ათი ათასი კაცი იყო გამოსული. ოპოზიცია რომ ამბობს, რომ მე მომხრეები მყავს და ჩემი მომხრეები მიტინგზე არ გამოდიანო, ეს ზღაპარი ბებიებს მოუყვნენ სახლში.

ფაქტობრივად, საზოგადოებაში გაჩნდა რაღაც შუალედური რგოლი, რომელიც არ არის ჩამოყალიბებული საკუთარ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში, რომელსაც შეუძლია არჩევნების სურათი მნიშვნელოვნად შეცვალოს. ხომ არ ხედავთ იმისი წინაპირობა, რომ ასეთი ძალა თად ხელისუფლებიდან წამოვიდეს?

- ჩვენ ჩამოგვიყალიბდა ასეთი პოლიტიკური ტრადიცია, რომ მმართველი პარტიიდან გამოიჩეკება ხოლმე ოპოზიცია და ის ხდება მმართველი პარტია, ხან ძალადობრივად და ხან მშვიდობიანად. ასე მოვდივართ 90-იანი წლებიდან. მაგრამ ამ შემთხვევაში გადამწყვეტი სიტყვა არის ბიძინა ივანიშვილის. ბიძინა ივანიშვილი არჩევნებს იგებს იმიტომაც, რომ მას აქვს ყველაზე მაღალი ფინანსური რესურსი. ამ შემთხვევაში ამას ემატება ადმინისტრაციული რესურსი. ასევე, ადამიანები ბოლო მომენტში აკეთებენ ხოლმე არჩევანს და ხშირად არსებულ ხელისუფლებას უჭრენ მხარს. ყველას ჰყავს თავისი ამომრჩეველი, მაგრამ, ამ ამომრჩეველთა ბაზა არის მწირი. კიდევ ერთი საყურადღებო მომენტი, რომ „ქართული ოცნება“ მეორე საპარლამენტო ვადას ასრულებს. ორზე მეტი ხნით ჩვენთან არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ უმართია ქვეყანა, შემდეგ დგება ხოლმე რაღაც ტრანსფორმაციის, ჩანაცვლების აუცილებლობა.

მაგრამ, ამ ეტაპზე, სახელმწიფოს მართვის ბერკეტების გაშვება ივანიშვილის ინტერესებში რამდენად შედის?

- არის ასეთი ცნება - საკადრო დიპლომატია, ბიძინა ივანიშვილი არ არის საკადრო პოლიტიკოსი და ჩვენ ეს დავინახეთ კიდეც. მან მოიგო არჩევნები და ჩააბარა თავის გუნდს ეს სახელისუფლებო ბერკეტები. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ „ქართული ოცნება“ როგორც პარტია ვერა და ვერ ჩამოყალიბდა. ფაქტობრივად, ის დღემდე ჩამოკიდებული არის ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტზე.

სწორედ ამიტომ, ხომ არ ფიქრობთ, რომ კიდევ ერთი იმედგაცრუების შემდეგ, ივანიშვილი კიდევ ერთი ოპოზიციის ჩამოყალიბებას შეეცდება?

- ფაქტია, რომ ქვეყანაში რევოლუციური განვითარების სცენარი არ არის, თუ ისევ თვითონ ხელისუფლებამ არ ჩაიდინა რაღაც საოცრება. სცენარი უამრავია და არ არის გამორიცხული, რომ აქაც ბიძინა ივანიშვილს რაღაც თავისი მომზადებული სცენარი ჰქონდეს, ისევე როგორც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დროს რა გზებსაც მიმართეს, ეს იყო ბანკის ვალების ჩამოწერა და ასე შემდეგ. დანამდვილებით იმისი თქმა შეიძლება, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გარიგება და მორიგება კარგად არასდროს არ მთავრდება.

გარიგება ახსენეთ, ფიქრობთ, რომ გარკვეულ გარიგებას ჰქონდა ადგილი?

- არ ჩანს ეს მოვლენების განვითარებით?

ანუ, ხელისუფლების გადაბარებისთვის ემზადება ივანიშვილი?

- არც შევარდნაძე არ ფიქრობდა ხელისუფლების გადაბარებაზე და არც ივანიშვილს არ უნდა. ეს არის შეთხზული თეორიები. შეიქმნა ისეთი ვითარება, რომ შევარდნაძემ არჩია სისხლის დაღვრას სახლში წასულიყო, გადაბარებას ნამდვილად არ აპირებდა და არც ივანიშვილი აპირებს ამას.

trampi ვააააააა......
ესენი ისე ჭრიან და კერავენ თავიააანთ ჭკვაზე ყველაფერს, ამათ რომ კაცმა უსმინოს გამოდის რომ ნაცები უნდა მოაბრუნ უკან !???
კი მაგრამ არჩევნები აღარ იქნებააა?? აბა გაააუქმეეეს??
მერე რომელი ჭკვათამყოფელი ამტკიცებს რომ ნაცები იმარჯვებენ??--თან კიდე პარადისთვისაც რომ ემზადებიან?
................ აააა უნდა გააამარჯვებინოოონ??
კი მაგრამ ეგ როგორ?? ხალხს აღარ გვეკითხებიააან??
ააააააა...........მურვან ყრუს წარმომადგენლებს მასე უნდაააათ!!??
ხოოოდა გადაეცით მაგათ, გადაეცით... თანაც კარგად გადაეცით, თან კიდე ცოტა ხმამაღლა---- რომ კარგად გაიგონ!!!!!!!!
--- დედითქვენისა ..............დედითქვენისა თქო..........მე საქართველოზე ეგეთი ფინთი წარმოდგენისა არა ვარ, რომ ხალხმა ისევ ნაცები მოაბრუნონ უკან
ააა........... ამერიკელები თვლიან მასეეეე??
....ესე იგი საქართველოს მოსახლეობას ეგენი ჩლუნგებად და დებილებად გვთვლიან....ხო?....ეგრე გამოდის!
ანუ ფაქტიურად ეგენი ჩვენ დედასაც გვაგინებენ, მამასაც, წინაპრებსაც და ყველაფერსაც ხო??
..აბა თუ ეგენი ასეთი დონის დებილებად გვთვლიან, რომ მაზოხისტებივით ისევ ნაცები გვენატრება, გინებააა აბა რააარი? ეგრე არ გამოდიიის??
ხოოდა თუ ეგენი თავიააანთი საქციელით, ფაქტიურად ჩვენ ჯიშალაგს გვიგინებენ, მეც რომ მაგათ მასევე კეთილები კარგად შევაგინო ხომ ვიქნები მართალი....
ჰოოოდა ქუნემ მაგათი კოლუმბი.........................ქუნემ.. თავის ვაშინგტონ ჯეფერსონებიანად......
ზაპაროჟეცმა რომ უთხრა ვოლგას---- ,,შენ რაც თავში გაქვს მე ის ტრაკში მაქვსო,, ზუსტად ისეა, ზუსტად....
ჩემს ბავშობაში ვინუჟდენზე პაპაჩემის კაკალი რომ მოჭრეს, ჯერ მარტო ის იყო 200 წლისა..... მაგათ ავი და კარგი, ჩვენ როგორ უნდა გვასწავლონ?...
მაგრამ უბედურება ისაა რომ იმ ცულს შიგ ჩვენი ჯიშისა ურევია, ჩვენი ჯიშისა
მაგრამ არა უშავრა..... ამათაც მოვინელლებთ, ამათაც..... თუ არადა ნახავთ.....მთავარია ცოტა მოვინდომოთ, ყველაფერიც კარგად იქნება

და ბოლოს(ზოგადად).... უღრმესი პატივისცემა ჩემგან ქ-ნ ნანას...
4 წლის უკან