ხრაშუნა ბუტერბროდები ყველითა და ნივრით

ხრაშუნა ბუტერბროდები ყველითა და ნივრით

ინგრედიენტები

ბაგეტი პური - 1 ცალი (300 გ)

ყველი (მაგარი სახეობის) - 150 გ

დარბილებული კარაქი - 70 გ

ნიორი - 1 კბილი

მარილი - გემოვნებით

ოხრახუში

მომზადების წესები

ოხრახუში დაჭერით წმინდად, ნიორი დაჭყლიტეთ, დაუმატეთ ორივე ინგრედიენტი დარბილებულ კარაქს, მოაყარეთ ცოტაოდენი მარილი და კარგად აუარიეთ. დაჭრილი ოხრახუშის ნაწილი დაიტოვეთ.

გახეხეთ ყველი. აჯობებს აიღოთ ნახევარი სულუგუნი, ნახევარი კი ნებისმიერი მაგარი სახეობის ყველი.

დაჭერით ბაგეტი, წაუსვით ნივრიანი და ოხრახუშიანი კარაქი, მოაყარეთ ყველი. დააფინეთ გამოსაცხობ ფირფიტაზე პერგამენტი და დაალაგეთ ზედ ბაგეტის ნაჭრები.

მოათავსეთ ბუტერბროდები 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 5-7 წუთით.

მზა არომატულ ბუტერბოდებს მოაყარეთ დარჩენილი ოხრახუში და გემრიელად მიირთვით!