„ვერ ვიტყოდი, რომ 2020 წლის არჩევნები ამ მოდელით იქნება უხარვეზო სიკეთე, მაგრამ ეს ეტაპი გასავლელი გვაქვს“

„ვერ ვიტყოდი, რომ 2020 წლის არჩევნები ამ მოდელით იქნება უხარვეზო სიკეთე, მაგრამ ეს ეტაპი გასავლელი გვაქვს“

მმართველ ძალასა და გაერთიანებულ ოპოზიციას შორის, ე.წ. ეპოპია დასრულდა. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე შეთანხმება მიღწეულია და 2020 წლის არჩევნები 120/30 პროპორციულობით გაიმართება. რას მიიღებს მმაერთველი გუნდი და რა პერსპექტივა გაუჩნდა ოპოზიციას?

აღნიშნულ თემაზე For.ge პოლიტიკურ ექსპერტს, გია ხუხაშვილს ესაუბრა.

მმართველი გუნდი და გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნებისთვის, საბოლოოდ, 120/30-ის მოდელზე შეთანხმდა. ოპოზიციის ოპტიმიზმი მრავალთვიანი პროტესტის შემდეგ გასაგებია, მაგრამ საინტერესოა, რა მიიღო ამ შეთანხმებით მმართველმა გუნდმა?

- ხელისუფლებამ ამით მიიღო იძულებითი გადაწყვეტილებები. მათი საარჩევნო ბუღალტერიით, ძალაუფლების შენარჩუნების თვალსაზრისით, ეს მოდელი სარისკოა, მაგრამ გარემოების გამო იძულებული გახდნენ ასე მოქცეულიყვნენ. საკუთარი პოლიტიკური გაგებით, მათ მიიღეს ცუდი შედეგი, თუმცა სახელმწიფოებრივად ეს არის კარგი შედეგი.

წინასწარი გათვლებით გამოდის, რომ საბოლოოდ, მთავრობის დაკომპლექტების ნაწილში ხელისუფლება უკან იხევს..

- გამომდინარე იქიდან, რომ უახლეს ისტორიაში მანკიერ მხარედ იქცა ძალაუფლების უზურპაცია, კოალიციურ ხელისუფლებას ეს რისკები არ აქვს, ასე ვთქვათ, დაგვაზღვევს უზურპაციის რისკისგან. მე ვერ ვიტყოდი, რომ 2020 წლის არჩევნები ამ მოდელით იქნება უხარვეზო სიკეთე, მაგრამ ამ გზის გავლით, მივიღებთ ისეთ გამოცდილებებს, რაც საბოლოოო ჯამში, 2024 წლისთვის პოლიტიკური სპექტრი მიგვიყვანს ოპტიმალურ მოდელთან, მაგრამ ეს ეტაპი გასავლელი გვაქვს. ხელისუფლების სიჯიუტე იყო დამაზიანებელი ქვეყნისთვის და რაც მთავარია, ხელისუფლებამ ამით ყველაზე მეტი თვითდაზიანება მიიყენა.

თქვენ ისტორიული გამოცდილება ახსენეთ და შევარდნაძის მმართველობის ბოლო პერიოდი გამახსენდა, რიჩარდ მაილსი, ასევე კოლიმ პაუელის ვიზიტი და ასე შემდეგ, რაც საბოლოოდ, ხელისუფლების გადაბარებით დამთვარდა. დღესაც იგივე სცენარი ხომ არ გვაქვს მცირედი სახეცვლილებებით?

- ხელისუფლებამ, ფაქტია, რომ ძალიან დიდი ზიანი მიიღო, ეს არის ხელისუფლების სიბრიყვის ბრალი. ის დაპირება, რაც ხელისუფლებას ჰქონდა, მარტო ოპოზიციას კი არ დაპირდნენ, საზოგადოებას დაპირდნენ, დაპირდნენ დასავლეთს და საბოლოო ჯამში, მოაწყვეს დიდი გადაგდება. ასე რომ, ხელისუფლებამ მიიყვანა აქამდე ეს სიტუაცია.

იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლებამ დიდი ზიანი მიიღო, მათ გარკვეული თეორიული შანსები მაინც რჩებათ. ხელისუფლების შეცვლა არ არის ჩვენი ამოცანა, საზოგადოების ამოცანა არის, რომ მივიღოთ ლეგიტიმური ხელისუფლება, ანუ ის ხელისუფლება, რომელსაც აქვს მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა.

თუ „ქართულმა ოცნებამ“ ამ მოდელში მიიღო 40 პროცენტიანი მხარდაჭერა და მაჟორიტარებიც წაიღო, ეს არის, ალბათ, ქართველი ხალხის ნება, ამას უნდა დავემორჩილოთ, ეს ხსნის პოლიტიკურ სივრცეს. გასაგებია, რომ ხელისუფლებამ გამოავლინა დიდი სიბრიყვე, აჩვენა არაკვალიფიციურობა ამ პროცესში, მაგრამ მას რჩება თეორიული შანსი იმისა, რომ თუნდაც ვინმესთან, კოალიციაში მიიღონ რაღაც შედეგი. მთავარია, რომ ხელისუფლებამ თავის სიბრიყვეს კიდევ ახალი სიბრიყვე არ დაამატოს და კიდევ არ სცადოს ადმინისტრაციული მეთოდებით ძალაუფლების შენარჩუნება. თუ ხელისუფლება ამ გზას დაადგა, ამ შემთხვევაში, ეს კრიზისი არ დამთვარდება, ქვეყანას გადაუვლის ახალი კრიზისის ტალღა და ხელისუფლებაც ცუდად დაამთავრებს. ვნახეთ, უკვე, რომ იწვალეს, კუნთებს გვაჩვენებდნენ, სამი დღის წინ გვესმოდა „ვაჟკაცური“ რიტორიკა და ორ დღეში დანებდნენ. ამიტომ, თუ არ უნდათ, რომ კვლავ იგივე გზა გაიარონ, ხელისუფლებამ ვფიქრობ, რომ მაქსიმალურად ცივილიზებული არჩევნები უნდა ჩაატაროს. ეს არის ცივილიზებული სამყაროს თამაშის წესები.

კიდევ ერთი საყურადღებო ფაქტი, რაზეც ოპოზოციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ, ეს არის პოლიტპატიმრების საკითხი, მართალია, აქ არ ყოფილა პერსონალიზაციაზე საუბარი, თუმცა ისიც კი გაურკვეველია, იყო თუ არა საერთოდ ეს საკითხი ამ სახით დასმული და მით უმეტეს - შეთანხმება?

- ვფიქრობ, ეს არის ტექნიკური საკითხი და მგონია, რომ ეს საარჩევნო პროცესზე უნდა იქნეს მიბმული. მსოფლიოში არ არსებობს ხელისუფლება, რომელიც ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას აღიარებდეს. აქედან გამომდინერე, აქ მანევრის საშუალება არის. თუ გაჩნდა ასეთი პოლიტიკური ნება და მათი გამოშვება მოხდა, კარგია, თუ არ მოხდა, პოლიტიკური რიტორიკა დარჩება და ყოველთვის იქნება საუბარი პოლიტიკურ პატიმრებზე. ხელისუფლებამ ამ შემთხვევაში უნდა შეაფასოს მიზანშეწონილობა - რა ურჩევნია. ყოველ შემთხვევაში, რაც ნამდვილად გასაკეთებელია, მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით, არჩევნებამდე უნდა მოხდეს ყველა საქმის კონსერვაცია. იგივე ხაზარაძე-ჯაფარიძე იქნება თუ მელია, ანუ, ვინც ჯერ კიდევ არ არის დაპატიმრებული.

იმის მოთხოვნა, რომ შეწყდეს სამართლებრივი დევნა, ეს შორს წაგვიყვანს. ამიტომ ხელისუფლებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ეს საქმეები არჩევნებამდე გადაიყვანოს კონსერვაციის რეჟიმში, რათა არ მივიღოთ დაპირისპირების ახალი ტალღა. ასე იქცევა ყველა ცივილიზებული ქვეყანა, პოლიტიკურ ოპონენტებს არჩევნების წინ არავინ არ იჭერს. ეს ხელისუფლებისთვის იქნება ისევ დამაზიანებელი, ვინაიდან, როდესაც არჩევნების წინ იჭერ პოლიტიკურ ოპონენტს, ეს არ არის ძალის დემონსტრირება, ეს არის სისუსტის გამოვლინება, ე.ი. პოლიტიკურ ველზე მისი იმდენად გეშინია, რომ მზად ხარ დაიჭირო, რაც კითხვის ნიშნებს აჩენს. ამიტომ, პოლიტიკური ლოგიკით ეს საქმეები უნდა იქნას კონსერვაციის რეაჟიმში გადაყვანილი და, თუ სალომე ზურაბიშვილი გიგი უგულავასაც შეიწყალებს, ეს საბოლოო ჯამში, ხელისუფლების სასარგებლოდ იმუშავებს.

თქვენ პირადად როგორ ფიქრობთ, პოლიტიკური პატიმრები ჰყავს ქვეყანას?

- იგივე, გიგი უგულავას ქეისი რომ განვიხილოთ, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ უგულავა ფრთიანი ანგელოზია და მას დანაშაული არ აქვს ჩადენილი. მე კითხვები უფრო იმასთან მაქვს, როგორ გამოუშვეს. ბიძინა ივანიშვილმა მაშინ ხომ პოლიტიკური მოტივით გამოუშვა, იმის იმედით, რომ ეს ადამიანები გამოიწვევდნენ განხეთქილებას „ნაციონალურ მოძრაობაში“, შექმნიდნენ ცალკე პარტიას, მთლიანად წამოიყვანდნენ მიშა სააკაშვილის ელექტორატს და ამით მოერეოდნენ სააკაშვილს. ანუ, გიგი უგულავას გამოშვებას ჰქონდა პოლიტიკური მოტივი, მერე ბიძინა ივანიშვილის გაგებით, უგულავამ მას კონტრაქტი დაურღვია, ამიტომ ადგა და ციხეში შეაბრუნა. სწორედ ასე გამოიუყურება ეს ისტორია, იმიტომ, რომ ფაქტობრივად, იმ საქმეზე რომელზეც გაანთავისუფლა, იგივე საქმეზე დაიჭირა. ეს ყველაფერი იმდენად თეთრი ძაფით არის ნაკერი, რომ, რა თქმა უნდა, ამას საერთაშორისო სამართლის სტანდარტებით შეიძლება დაერქვას პოლიტიკური დევნა. შესაბამისად, გამოდის, რომ გიგი უგულავა არის პოლიტიკური პატიმარი.

თუ სხვა პარტიების რეიტინგს გავითვალისწინებთ, გამოდის, რომ ამ პროცესებში წამყვან ძალად მაინც „ნაციონალური მოძრაობა“ რჩება...

- დღეს, ქვეყანაში არ არსებობს რეალური წამყვანი ძალა. დავუშვათ, „ნაციონალურ მოძრაობა“-ს აქვს ყველაზე მაღალი პროცენტი ოპოზიციაში, მაგრამ, 15%-ანი ხელისუფალი გინახავთ სადმე? თუ „ქართული ოცნება“ ვერ მოდის ხელისუფლებაში იქიდან გამომდინარე, რომ მისი რეიტინგი უფრო მაღალია, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“, ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა“ როგორ მოდის ხელისუფლებაში?! შესაბამისად, ჩვენ იმის მოლოდინი კი არ უნდა გვქონდეს, რომ თუ „ქართული ოცნება“ - არა - მაშინ მიშა, არანაირი არითმეტიკით და კვლევით ეს არ გამოდის. გამოდის ის, რომ ხელისუფლებაში ერთპიროვნულად ვერავინ ვერ მოდის და კოალიციის შექმნა მოხდება ან „ქართულ ოცნებასთან“ და ან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად. ასე რომ, პრობლემა „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი არ არის, პრობლემა „ქართულ ოცნებაშია“. ბიძინა ივანიშვილის მთავარი მტერი დღეს მიშა სააკაშვილი კი არა, ბიძინა ივანიშვილის მთავარი მტერი არის ბიძინა ივანიშვილი. თუ ივანიშვილს დღეს ვინმე დაამარცხებს, ისევ თავისი უგუნურობა და აბსოლუტურ ძალაუფლებაზე პოტინი დაამარცხებს და არა პოლიტიკური პარტნიორების ქცევა.

 

Aburjga Tasmanieli ეეეხ.... ლავრენტი პავლოვიჩ როგორ მოგვანატრე თავი !!!
4 წლის უკან
ზურაბი ხუხაშვილი რომ არმოეძულებინა ივანიშვილას,ამისი რჩევებით უკვე დემოკრატიის უმაღლესი ხარისხი გვექნებოდა.
4 წლის უკან
Gami ამ კაცის სირობას/ყ.../ და გარეწრობას საზღვარი არ აქვს! ხუხაშვილის უსუფაშვილის, ბერძენიშვილების, ბესელიას და მსგავსი ტიპაჟების დანახვაზე სულ ერთი და იგივე ვიძახი: " უხ შენი ივანიშვილო...."
4 წლის უკან
trampi აი მესმისსს დამოუკიდებლობააააა!!!!!!! აი მესმის სახელმწიფოოო!!!!
..გამვლელ გამომვლელი ყველა თავში გვირტყავს
და ამისთვის ვიომეეეთ, განსაკუთრებით ეს ბოლო 37 წელიიიი?????
ეს იყო ჩვენი მიზანიიი---- რომ ერთის ტრაკიდან მეორის... უარეს ტრაკში შევმძვრალიყავიიით??
ძალიან ძალიან დაჩმორებული ხელისუფლება გვყავს.---სიტყვის თქმის(ოდნავი შეპასუხების) ტარკიც კი არა ააქვთ.------ვისაც როგორ და რა პოზაშიც უნდათ, ისე ხმარობენ ამ ჩვენ მთავრობას ეს ჩვენი ,,მეგობარი ქვეყნების,, ელჩები
იმდენი რამის თქმა მინდა უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის....... გონება არ მემორჩილება......
და ესააა ჩვენი დამოუკიდებლობაააა???--სიტყვა ვერ გვითქვიააააა?????....
ამ ჩვენ ხელისუფლებას კიდევ ხალხის გამოყენების ტრაკიც არა ააქვს.......დებილები..... დებილები!!!
.ვაააააააააააააა....გასკდა გული ..
და რომ ხალხი ვერც ვერაფერს ვაკეთებთ??
ეს რომ ესე იქნებოდა და ამერიკის ელჩი ამათ მიაჩმორებდა, ეჭვიც არ მეპარებოდა
იმიტომაც იყო ჯეფრი სილვერმანი ამ ქალზე რომ გვაფრთხილებდა----- იცოდეთ განსაკუთრებით დიდი ჩათლახიაო....
(ან კი კენტ ბრაუნის გარდა რომელი იყო საჩვენო??)
სინამდვილეში მაგათ ისევ ნაცები უნდათ ხელისუფლებაში, რომ მიშას დაწყებული ჩვენი დარეფორმირება ისევ გაააგრძელონ --ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ დაგვარეფორმირეს მაგათ -----არქიფო სეთურის ხალხის დონეზე ჯერ კიდევ ვერ მიგვიყვანეს...
ეს ქალი ხან აააასოებს შეხვადა ცალკე და არიგა(იმათ რაღა დარიგება უნდათ?) ხან ნაცებს რამდენჯერმე..... ხან ოცნებას ცალკე დაურხია--- გინდათ თუ არა ხელისუფლება უნდა გადაააბაროთ-- 8 წელი გავიდაო
ხალხს კი არ გვეკითხებიან ვინ გვინდა და ვინ არა?
მოკლედ არჩევნების იმედი მაქვს მხოლოდ....
ისიც ვის უნდა მივცე ხმა----- ამ დებილეეებს??---უბრალოდ ნაცების საშვილიშვილოდ ამოწყვეტა მინდა, თორემ ესენი რა ხელისუფლებაში გასაჩერებლები არიან?
მოკლედ ვიღაც მამამლი ქართველი გვინდა, მამალი ქართველი...
4 წლის უკან
ლამე ურის
4 წლის უკან
Katana . ლამე?.. მომეყურა? :)
4 წლის უკან